ფიფას ვერსიით საუკეთესო ვინისიუსია - სანიოლის და კაშიას არჩევანი განსხვავებულია

AutoSharing Option
ფიფას ვერსიით 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ვინისიუსი (რეალი) გახდა. მან საპატიო პრიზი პირველად მოიპოვა.

გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა ნაკრებების მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს, მეორე ადგილზე როდრი (მანჩესტერ სიტი), მესამეზე ჯუდ ბელინგემი (რეალი), მეოთხეზე დანი კარვახალი (რეალი), მეხუთეზე კი ლამინ იამალი (ბარსელონა) გავიდა.

ცნობილი გახდა, როგორი არჩევანი გააკეთეს საქართველოს წარმომადგენლებმა:

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): 1 როდრი, 2 ვინისიუსი, 3 ტონი კროოსი.

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): 1 როდრი, 2 ვინისიუსი, 3 ლამინ იამალი.

კაცთა სიმბოლური ნაკრები: მარტინესი, კარვახალი, რიუდიგერი, დიაში, სალიბა,
ბელინგემი, როდრი, კროოსი, იამალი, ჰოლანი, ვინისიუსი.

ქალთა სიმბოლური ნაკრები: ნეიჰერი, პარედესი, ბრონზი, ბატლე, გირმა, ბონმატი, ჰორანი, პორტილიო, გუიხარო, ჰანსენი, პარალუელო.

altვინისიუსმა შესაძლოა, ყველა დროის რეკორდი მოხსნას - საუდის არაბეთის კლუბი ბრაზილიელის სანაცვლოდ 1 მილიარდი ევროს გადახდაზე თანახმაა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
გამარჯვებული რა თქმა უნდა უალტერნატივოა. ხუთეულში კაშიაც უნდა მოხვედრილიყო. მაგარი შემფასებელია გინდა წელს, გინდა შარშან.
დავით 67
03:42 18-12-2024
4
რატო ტენიან ამ ქალთა ფეხბურთს ყველგან
dato
07:25 18-12-2024
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული