Tribuna-ს ცნობით, უკრაინელს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება და თუ პასუხი დადებითი კიდევ ერთხელ იქნება, მუდრიკს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით მუდრიკმა პირველი კომენტარი გააკეთა:
"ვიცი, რომ ცუდი არაფერი ჩამიდენია, იმედი მაქვს, რომ მოედანს მალე დავუბრუნდები", - განაცხადა მიხაილომ.
ცნობისთვის, The Telegraph-ის ინფორმაციით, მუდრიკმა დახმარებისთვის მიმართა იმ იურიდიულ კომპანიას, რომელმაც დოპინგის გამო, ფეხბურთიდან 4 წლით დისკვალიფიცირებული პოლ პოგბას სასჯელი 18 თვემდე დაიყვანა.
მიხაილოს "ჩელსის" მაისურით 28 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. მიხაილომ
შეგახსენებთ, უკრაინელი შემტევი "არისტოკრატებმა" 2023 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, "შახტარიდან", 88.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.