რუსებს UEFA-დან წყარომ უთხრა, რომ მათი თამაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამორიცხულია

AutoSharing Option
Match Tv-ს ინფორმაციით, რუსეთის ნაკრების 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში გამორიცხულია. ამის შესახებ საიტი UEFA-დან ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

"ჯგუფების შემადგენლობა რუსეთის ნაკრებს შესარჩევ ტურნირში ჩართვის იმედის საშუალებას არ აძლევს. 12 ჯგუფიდან თითოეულში არიან გუნდები, რომლებიც რუსებთან მატჩების გამართვას დაუპირისპირდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ არის რუსეთის ნაკრების მიმართ ლოიალურად განწყობილი ნაკრებები, ისეთებიც კი, რომლებიც მზად არიან მასთან ერთად ითამაშონ კვალიფიკაციაში, რუსეთის ნაკრების ჩართვის შემთხვევაში, არსებობს კალენდრის მთლიანობის დარღვევისა და შესარჩევი ეტაპის ჩაშლის რისკი.

გარდა სპორტული ფაქტორისა, არის პოლიტიკური
ვითარებაც, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის დელეგაციას ევროპის ქვეყნებში დარჩენისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოპოვების საშუალებას მისცემს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ნაკრები კვალიფიკაციაში ვერ ითამაშებს და იძულებული იქნება გამოტოვოს მსოფლიო ჩემპიონატი.

რომელი ნაკრებები არიან რუსეთის მიმართ ლოიალურები? - მათ ვერ დავასახელებ, რადგან კოლეგებს დამატებითი პრობლემები არ შევუქმნა", - უყვება Match Tv-ს წყარო.

შეგახსენებთ, რომ 13 დეკემბერს ევროპის კონტინენტისთვის 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. 54 გუნდი 12 ჯგუფში განაწილდა, საიდანაც ექვს ჯგუფში ოთხი გუნდი იქნება, ხოლო ექვს ჯგუფში ხუთი.

შეხსენებისთვის, საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი ან ნიდერლანდები, ასევე თურქეთი და ბულგარეთი იქნებიან. გეტყვით იმასაც, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, ყველა რუსული კლუბი და ნაკრები ჩამოშორებულია ფიფა-სა და უეფა-ს ტურნირებიდან.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ასე რამ დაგაშტერათ და გამოგათაყვანათ? ყველაფერზე ჩხუბი გაგებულა? რუსეთის ნაკრები სადღაც თუ არ ითამაშებს,ეგ მადარდე ეხლა და ერთი მაგათიც,მათი ფეხბურთისაც. ეს იმას არ ნიშნავს რო გეიევროკავშირი მომწონს და მათთან ინტეგრაცია. როგორც მიუღებელია რუსი ჩემთვის,ეგრე არის მიუღებელი ევროპელების ბოგინი ამ ქვეყანაში.როცა სსრკ დაიშალა და რუსეთი დამოუკიდებელი გახდა,ამერიკის და კოლექტიური დასავლეთის მონა იყო ელცინი,რო მოენდომებინათ რუსეთს დედა აღარ ეყოლებოდა,თუმცა არ მოინდომეს,პირიქით,გააძლიერეს და ეს გაძლიერებული რუსეთი ბომბავს უკრაინას,მანამდე ჩვენ გვბომბავდა.აღშფოთება და შეშფოთება კი არა,საქმე სჭირდებოდა საქართველოს და რა მიივიღეთ? ჯერ ოლიმპიადა ჩაუტარეს,მერე მსოფლიო თასის მასპინძელი გახადეს. დასკვნა ასეთია,ევროპა და ამერიკა თავისი ინტერესით მოქმედებს,ხოლო რუსეთს თავისი ინტერესები აქვთ,ჩა***ვი მაგ ინტერესებში. ჩვენ ვართ საქართველო და ჩვენ ჩვენი ინტერესები უნდა გვქონდეს,რა არის ამაში გაუგებარი და მიუღებელი ორივე მხარისთვის,ე.წ. რუსეთი მოყვარულებითვის და შიგევროპელებისთვის? 3000 წლიანი ისტორიის მანძილზე ერთი შემთხვევა დამისახელეთ,როცა ევროპა საქართველოს ხელშესაახები დახმარება გაუწია? ან ისიც უნდა მითხრათ,რუსის მეგობრობა სად გაგიგიათ? ასეთუისე,რუსეთი ჩვენი მეზობელია და მათთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ,როგორც ამას თურქებთან ვაკეთებთ.ეს ასე უნდა იყოს მანამ სანამ იმის ძალა არ გვექნება რო ან ერთი ან მეორე დავამარცხოთ. ამის ძალა არ გვექნება იქამდე,სანამ ამდენი გიჟი იქნება ქვეყანაში,რომელიც იმაზე იჩხუბებს,რუსეთის ნაკრები სადმე ითამაშებს თუ არა ან ორსულა რა უნდა და რა არა. საქართველო გიყვარდეთ,გწამდეს ღმერთის და დაიცავით თქვენი ქვეყნის ინტერესები.
იასონას უდარი
18:06 20-12-2024
0
მაგათ მაგდენის გააზრების უნარი არ აქვთ და თავი არ შეიწუხო ტყუილად რამის ახსნით. ზოგადად ქართველები ყველაზე განვითარებულ ხალხად მიმაჩნია მსოფლიოში უბრალოდ პირადი კეთილდღეობის და ასე შემდეგ მიზეზების გამო ქვეყნის უდიდესი ნაწილი თავს იყლევებს და იდებილებს. დღეს ქართულ პოლიტიკაში ორი ისეთი მხარე ებრძვის ერთმანეთს აი კარგი და წესიერი კაცი ცალსახად რომ ვერ დადგება ვერც ერთის მხარეს. და კიდევ ვინც ერთ მხარეს ლანძღავთ და მეორე მხარეს ადიდებთ (რომელი მხარეც არ უნდა იყოს) თქვენ ხართ მოღალატე ნაგვები.
რომას
15:21 20-12-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული