დიუკოვმა ევროპულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი დაანონსა - რუსებმა 24 თავისუფალი გუნდი დაასახელეს და მათ შორის, საქართველოცაა

AutoSharing Option
რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ალექსანდრ დიუკოვმა "რია ნოვოსტის" განუცხადა, რომ მისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები 2025 წლის დასაწყისში ევროპული ქვეყნის ნაკრებებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

რუსული პრესა მაშინვე იმ საკითხზე გადაერთო, თუ ვინ შეილება იყოს მათი გუნდის მეტოქე. metaratings.ru წერს, რომ ევროპის კონტინენტისთვის 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ, მარტში ან ივნისში თავისუფალი ფანჯარა 24 გუნდს ექნება.

აღსანიშნავია, რომ რუსული მხარე ბელარუსთან, თურქეთთან, უნგრეთთან, თურქეთთან, ბულგარეთთან და სომხეთთან ერთად, საქართველოსაც ასახელებს, რომელიც სწორედ იმ 24 ნაკრებში შედის.

რა თქმა უნდა,
ეს მხოლოდ რუსული პრესის შესაძლო ვარიანტებია და საქართველოსა და რუსეთის ამხანაგური მატჩის გამართვაზე არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

შეხსენებისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, ყველა რუსული კლუბი და ნაკრები ჩამოშორებულია ფიფა-სა და უეფა-ს ტურნირებიდან.
მკითხველის კომენტარები / 40 /
არ მგონია რო ეს მოხდეს ამ მომენტში და ახლო მომავალში,საქართველოში ფეხბურთის ფედარციის პრეზიდენტი იქნება თუ მთავრობა,მომავალი არ ექნება თუ რუსეთთან ნაბიჯებს გადგავს კონკრეტული წინაპირობის გარეშე. რაღა თქმა უნდა,წინაპირობა ჩვენი მიწების უპირობა დეოკუპაცია უნდა იყოს. გაიყვანონ ჯარი და გაიწვიონ აღიარება,მერე თამაშიც მოსულა და თუ უნდათ უფასოდ დავასვენებთ ძიუბას ბათუმში. იუ,ბოდიში,ძიუბას არცერთ ვარიანტში არ შემოვუშვებდი საქართველოში,ეგ აკაჩავებს და აკაჩაოს პუტინზე.

ახლა ზოგადად კომენტარებს და იმ გამოთაყვანებას რაც ამ ადამიანებს სჭირს,ეს მხოლოდ გაუნათლებლობამ იცის და მეტმა არაფერმა. არც ფრანგებს დავიწყებიათ 100 წლიანი ომი,მარა თამაშობენ ერთმანეთში,არც ირლანდიას დავიწყებია ინგლისის საქმენი,მარა თამაშობენ და ეს არაფერ შუაშია მაგ ყველაფერთან. რავი თურქების საქმენი საგმირონი მიივიწვეთ და ვთამაშობთ,ხოდა რატომ არ შეიძლება რუსებთან ვითამაშოთ და გავაპოთ? ახლა არა რა თქმა უნდა,ზემოთ დავწერე ამაზე. ანდაც,არ აღიარებულ ქვეყანას ვეთამაშეთ კოსოვოს სახით და პრეტენზია არ გამოგითქვამთ,რატომ ძია სემმა ასე გითხრათ? ასე ძალიან რუსეთის მოძულენი რო ხართ,მითხარით, კოსოვო დამოუკიდებელი ქვეყანაა თუ სერბეთის ნაწილი? ჯერ რომელი აღიარეს,კოსოვო დასავლეთმა თუ ჩვენი მიწები რუსეთმა? ავდექით და ვეთამაშეთ არაღიარებულს სერბეთის რეგიონს და სერბებისთვის ბოდიშიც არ მოგვიხდია,რატო? სერბეთი რო ადგეს და აფხაზეთთან ითამაშოს,გაგისწორდებათ? სერბები რუსეთის პარტნიორები არიან,თუმცა არ უღიარებიათ ჩვენი მიწები და არც მომავალში აპირებენ ამას,ხაზს უსვავენ რო აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველო. რამდენჯერ გაუსვით ხაზი იმ ფაქტს რო კოსოვო სერბეთია? ამაშია საქმე,ძია სემის მონები ბრძანდებით და სხვას ეძახით მონებს. ეს ესეა,მონას ყველა მონაა ეგონაო და კიდევ,მონამ თუ იცის რო მონააა,ის მონა აღარ იქნება. ახლა გინდ ტროლი მეძახეთ,გინდ ქოცი და გინდ რუსი,სიმართლე ერთია და ეს სიმართლე ზემოთ დავწერე.თუ ქოცებს ისეთი ტროლები ყავთ,რომლებიც სიმართლეს ამბობენ,მაშინ გაუმარჯოს მაგ ხალხს,მარა არ მგონია ეგრე იყოს. თუ ადამიანი არ გეთანხმებათ ე.ი. ტროლია? მაგარი გარეკილი გაქვთ და არც პატრონი არ ჩანს,რო მიგიყვანოთ ექიმთან და გიმკურნალოთ.
იასონას უდარი
19:16 26-12-2024
21
რუსეთს - რა?
Tuco Ramirez
12:57 26-12-2024
5

სიახლეები პოპულარული