რონალდოს მოლდოვური გუნდი კონტრაქტს სთავაზობს

AutoSharing Option
"ალ ნასრის" ლეგენდარულ შემტევ კრიშტიანო რონალდოს მოლდოვურმა "დაჩია ბუიუკანიმ" კონტრაქტი და კარიერის მათ კლუბში გაგრძელება შესთავაზა.

"რონალდოს ჯერ არ გაუხანგრძლივებია კონტრაქტი "ალ ნასრისთან" და ღია იქნება შემოთავაზებებისთვის ამ ზამთარში. გვჯერა, რომ საუკეთესო გამოსავალი ფეხბურთელისთვის კარიერის გასაგრძელებლად არის ჩვენი კლუბი რამდენიმე მიზეზის გამო.

ჯერ ერთი, მას სხვა ფერებთან შეგუება არ მოუწევს, ჩვენ ისევ ყვითელ-ლურჯ ფერებში ვთამაშობთ. შემდეგ ჩვენ მას ვპირდებით ადგილს კლუბის ადმინისტრაციაში, როგორც აკადემიის საერთაშორისო ბრენდის ელჩი ან ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელი (სადმე უნდა დაიწყოთ მწვრთნელობა "მანჩესტერ იუნაიტედის" ან მადრიდის "რეალის"
მართვამდე). კრიშტიანო, ჩვენ გელოდებით", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 4 /
არაა ხელიდან გასაშვები წინადადება. მოგიხუმრებია? პარალელურად სრულიად მოლდავეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი იქნება და მწვრთნელობის საწყის სტაჟს გამოიმუშავებს, მერე კი გზა ხსნილი ექნება ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი გუნდის ან ნაკრების თავკაცი გახდეს.
ჟორა გაბრიჭიძე
13:21 09-01-2025
0
ტორპედო თეთრ შავებში თამაშობს რეალისა არ იყოს და იქნებ ქუთათურებმაც შესთავაზონ კონტრაქტი. წარმოიდგინოს კრისტიანომ რომ რეალის ფორმით მოუწევს კრისტალ ბეთ ჩემპზე თამაში.
რჩევა
18:31 08-01-2025
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული