ესპანელი სპეციალისტის თქმით, ინგლისელმა მას განუცხადა, რომ კარიერის სხვა ჩემპიონატში გაგრძელებას გეგმავს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, უოკერის გადაბირებით ყველაზე მეტად "მილანი" ინტერესდება და იტალიურმა კლუბმა ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
უოლკერი "სიტის" 2017 წელს, "ტოტენჰემიდან", 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ვეტერან მცველს "ქალაქელებთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2026 წელს ეწურება.