არც მალდინი და არც ნესტა - ტოტიმ დაასახელა მცველი, ვის წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე მეტად უჭირდა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ ჟურნალისტებთან ინტერვიუში დაასახელა მცველი, რომლის წინააღმდეგ თამაშიც მთელი კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად უჭირდა.

"ჩემთვის ნესტა "ლაციოს" სიმბოლოა. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.

ყველაზე მეტად ვის წინააღმდეგ არ მიყვარდა თამაში? პაოლო მონტერო. სულ მეშინოდა, რომ ფეხს მომტეხავდა, ძალიან ხისტი მცველი იყო", - განაცხადა ტოტიმ.

შეგახსენებთ, ფრანჩესკო "რომას" აღზრდილია და ამ გუნდის ღირსებას 1993/2017 წლებში იცავდა.

alt48 წლის ტოტი საფეხბურთო კარიერას ანახლებს და სერია A-ს გუნდიც ეპატიჟება

alt"ვინ გამაკვირვა ევრო 2024-ზე ყველაზე მეტად?" - ტოტიმ ევროპირველობაზე ისაუბრა

alt

"აღარასდროს დავბრუნდები"! - ტოტიმ "ჯალოროსიში" ნებისმიერი როლი გამორიცხა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული