"იტალიის ნაკრებისთვის ამ ეტაპზე მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, ესპანეთთან ჩვენი შედარება არ შეიძლება, მათ ჰყავთ 3-4 ფეხბურთელი, რომლებსაც განსხვავების შექმნა შეუძლიათ. მათ იტალიასთან დაპირისპირებაში ყველაფერი გამოუვიდათ, ჩვენ კი არაფერი გამოგვივიდა. ახლა მთავარია ხორვატიასთან მატჩზე ვიფიქროთ.
ევროპის ჩემპიონატზე პირველივე ტურიდან გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო, თუ ეცდები, რომ ძალები დაზოგო და საუკეთესო თამაში 1/8 ფინალიდან აჩვენო, აუცილებლად დაისჯები. ყოველთვის 100%-ით უნდა დაიხარჯო.
რომელმა ფეხბურთელმა გამაკვირვა ტურნირზე ყველაზე მეტად? კონკრეტულ მოთამაშეს ვერ დავასახელებ.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში იტალია ხორვატიას დაუპირისპირდება, შეხვედრა 24 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
"აღარასდროს დავბრუნდები"! - ტოტიმ "ჯალოროსიში" ნებისმიერი როლი გამორიცხა
ფრანჩესკო ტოტის ვაჟი ლა ლიგაში გადავიდა
ტოტი: გარსია შესანიშნავი მწვრთნელია, დე ლაურენტისმა საუკეთესო არჩევანი გააკეთა