ტრანსფერი შეთანხმდა - ნეიმარი ყოფილ კლუბს უბრუნდება

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 32 წლის ბრაზილიელი შემტევი ნეიმარი სამშობლოში ბრუნდება და იჯარის წესით "ალ ჰილალიდან" "სანტოსში" გადაბარგდება.

მხარეები მოლაპარაკების დასკვნით ეტაპზე არიან და წესით, გარიგებას წინ აღარაფერი არ უნდა დაუდგეს.

შეგახსენებთ, "სანტოსი" ის გუნდია, სადაც ნეიმარი კარიერას იწყებდა. 2013 წელს ბრაზილიელმა მშობლიური კლუბიდან "ბარსელონას" 88 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიაშურა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დედიკო ყავს ნამეტანი პატიოსანი.))
ეჰ
17:58 21-01-2025
4
ვისაც ფეხბურთი ფინტის, დრიბლინგის, ტექნიკის გამო უყვარს, არ სეიძლება ნეიმარს არ გულშემატკივრობდეს. ცოტა თავქარიანი კი არის, მაგრამ მაინც ძალიან მაგარია. წარმატებებს ვუსურვებ!
alexandre
11:28 21-01-2025
0

სიახლეები პოპულარული