"კარგად ვითამაშეთ, ბურთით მშვენივრად ვმოქმედებდით. შესანიშნავად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ კონტროლი დავკარგეთ და შეცდომებიც დავუშვით. მიუხედავად ამისა, ბიჭებმა ხასიათი აჩვენეს და სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალეს.
იდეალურად ვერ ვთამაშობთ, მაგრამ "ბრაიტონთან" (1:3) მარცხის შემდეგ ეს აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია. ვფიქრობ, ჩემი ფეხბურთელები მომენტებში უფრო მშვიდად უნდა იყვნენ და საკუთარი თავების ირწმუნონ", - განაცხადა ამორიმმა.
შეგახსენებთ, "იუნაიტედი" ევროპალიგის სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.