დე ლაურენტისმა თავისას მიაღწია - "ნაპოლი" "კვარას" შემცვლელის დამატებასთან ძალიან ახლოსაა

AutoSharing Option
"ნაპოლი" "დორტმუნდიდან" კარიმ ადეიემის დამატებასთან ახლოსაა, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეი" "ყვითლებს" "გერმანელი შემტევის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროსა და ბონუსებს გადაუხდის. ადეიემი "ნაპოლიში" კვარაცხელიას შეცვლის.

მოგეხსენებათ, თავდაპირველად ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ალეხანდრო გარნაჩოს გადაბირება სურდა და "მანკუნიანელებს" 50 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" ახალგაზრდა არგენტინელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო მოითხოვეს, რაზეც კინოპროდიუსერმა კატეგორიული უარი განაცხადა.

თავდაპირველად "დორტმუნდი" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს ითხოვდა, მაგრამ როგორც ჩანს, კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

23
წლის ადეიემმა მიმდინარე სეზონში "დორტმუნდის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 13 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"დე ლაურენტისი ტრანსფერით იმედგაცრუებულია, მაგრამ არა ხვიჩას გაშვების გამო" - რას წერს იტალიური მედია "ნაპოლის" მფლობელზე?

altფედელე: კვარაცხელიამ დე ლაურენტისის ზეწოლას გაუძლო და ბოლომდე ჯენტლმენად დარჩა

alt"თავიდან ხვიჩას წასვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ახლა კი.." - კონტემ დე ლაურენტისი გააფრთხილა

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხომ დიდი კრეტინი უნდა იყო, დამუშავებული ბრილიანტი გაყიდო და იმავე ფასში ალმასს დაუწყო ძებნა, იქნებ ისეთივე ბრილიანტი გამოვჩარხოვო.
ჟორა გაბრიჭიძე
12:08 25-01-2025
2
არ გადაიხდის 50 მილიონს. ჩაიშლება ტრანსფერი.
უფროსი
12:56 25-01-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული