"ყველაზე სრულყოფილი და მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ" - კრიშტიანო რონალდო

AutoSharing Option
"ალ ნასრის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ესპანელ ჟურნალისტ ედუ აგირესთან ინტერვიუში სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა.

40 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის თქმით, იგი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.

"როცა სათამაშოდ საუდის არაბეთში გადმოვედი, ვერ ვიფიქრებდი, რომ ლიგა ასე სწრაფად გაიზრდებოდა, თუმცა ვიცოდი, რომ ერთ ან ორ წელში კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი იქნებოდა.

არის თუ არა MLS-ი უფრო სუსტი ჩემპიონატი, ვიდრე საუდის არაბეთის პროლიგა? - რა თქმა უნდა.

ვფიქრობ, რომ ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელი ვარ, ვისაც კი უარსებია. ეს პირადად ჩემი აზრია. ფეხბურთში ყველაფრის გაკეთება
შემიძლია. თავით კარგად ვთამაშობ, ჯარიმებს შესანიშნავად ვასრულებ, სწრაფი და ძლიერი ვარ, ასევე მაღლა ვხტები.

ვარ თუ არა ისტორიაში საუკეთესო? ვფიქრობ, რომ ნამდვილად ასეა. ჩემზე უკეთესი არავინ მინახავს. ამას მთელი გულით ვამბობ. მესისთან ცუდი ურთიერთობა არასდროს მქონია. 15 წლის განმავლობაში ერთმანეთის მთავარი კონკურენტები ვიყავით. ჯანსაღი მეტოქეობა გვქონდა, ისე როგორც სენასა და პროსტს", - განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რონალდომ კარიერის განმავლობაში 5 "ოქროს ბურთი" მოიგო.

altბონიფისი რონალდოს თანაგუნდელი ხდება - "ალ ნასრიმ" თავისი სატრანსფერო რეკორდი დაამყარა

altგაბრაზებული რონალდო მატჩის შემდეგ კამერასთან ყვიროდა - კრიშტიანომ უკმაყოფილება ღიად გამოხატა [VIDEO]

altსრული სიგიჟე და წარმოუდგენელი ციფრები - რა ანაზღუარებას სთავაზობს "ალ ნასრი" რონალდოს კონტრაქტის გახანგლძრივების სანაცვლოდ

მკითხველის კომენტარები / 12 /
პელე,მარადონა და მესი,ესენია კაშკაშა ვარსკვლავები.ბეკენბაუერი,პუშკაში,კრუიფი,რონალდო(ბრაზილიელი),ზიდანი,რონალდინიო,რონალდუც კი ბატონო და კიდევ რამდენიმე მხოლოდ.ეგ დაახოებით ასეა__ქართული პოეზია დგას სამ უდიდეს პოეტზე რუსთველი,ვაჟა და ტაბიძე,ამათ შორის განფენილია სხვა ვარსკვლავებიც.გამგე გაიგებს!
კოტე კობალაძე
16:46 05-02-2025
0
არ უთქვამს ამას საუკეთესო ვარო

სრულყოფილი ვარო. რაც სხვა რამეს ნიშნავს.

იგულისხმა, რომ
ყველა ასპექტში მაღალ დონეზე თამაშობს.

შეუძლია
ორივე ფეხით თამაში
თავით თამაში
გოლეადორია
კარგი მეპასეც არის
ფლანგზეც თამაშობს
და ცენტრფრვარდად.
ტექნიკაც საკმარისი აქვს
და ძალიან სწრაფია.

ეგაა რომ ფეხბურთი თავისებური სპორტია.
შესაზლოა ამ ასპექტებში ვინემ არ იყოს ძლიერი. მაგალითად მესი.
თავით ვერ თამაშობს
და არც ძლიერი დარტყმა აქვს.
მაგრამ სხვა კომპონენტებით მოახერხოს გახდეს საუკეთესო.

ჩემი აზრით
ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთში იყო პელე.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული