მესი თუ რონალდო? - ბუფონმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ჯანლუიჯი ბუფონმა ერთმანეთს კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი შეადარა.

"მათ შორის ერთი რომ ამოვარჩიო, ფეხბურთისადმი უპატივცემულობა იქნება. როდესაც მეუბნებიან, რომ მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ვიყავი, რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო გრძნობაა, თუმცა ხანდახან ვფიქრობ, რომ გამიმართლა, რადგან სწორ მომენტში სწორ ადგილას აღმოვჩნდი, ზოგჯერ ამას იღბალს მივაწერ ხოლმე.

ჩემი აზრით, მესიმ და რონალდომ ეპოქა შექმნეს, მათ შორის არჩევანს ვერ გავაკეთებ, ისინი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან, პორტუგალიელს უფრო ბომბარდირული თვისებები აქვს და მეტად შედეგიანია, მესი კი "ფანტაზისტაა", რომლის თამაშის ყურებაც
საოცარ სიამოვნებას განიჭებს", - განაცხადა ბუფონმა La radio dei pirati-სთან ინტერვიუში.

alt'მას 5 "ოქროს ბურთი" უნდა მოეგო' - ბუფონი ექსთანაგუნდელზე

altბუფონი კარიერის დასრულებას არ აპირებს - 45 წლის ჯიჯის "პარმასთან" ერთად სერია A-ში დაბრუნება უნდა

alt"ბუფონი მძღნ***ია" - "ინტერის" ფანებმა ვეტერან მეკარეს შეურაცხყოფა მიაყენეს

მკითხველის კომენტარები / 18 /
მესი უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელია, ერთი სიამოვნება იყო მისი თამაშების ყურება, მართლაც საოცრებებს სჩადიოდა თავის დროზე, რონალდუს რაც შეეხება მსგავსი სპორტსმენი ალბათ არც დაიბადება, 40 წლის ასაკში როდესაც ამდენი ტიტული გაქვს და თითქმის ყველაფერი მოიგე და პლიუს ამას ამხელა ფინანსური რესურსი დააგროვე უბრალოდ გასაკვირია ამხელა მოტივაცია კიდევ საიდან მოაქვს. ორი უდიდესი პიროვნება რომლებმაც ბოლო 18-20 წელი ფეხბურთის მოყვარულებს უდიდესი სიამოვნება მიანიჭეს. დარწმუნებული ვარ გამოჩნდება ვინმე ვინც ამათზე ერთობლივ ფილმს გადაიღებს, ისე რა ძალიან საინტერესო იქნებოდა თუნდაც ერთი წელი ამ ორი გენიოსის ერთ გუნდში ხილვა, ეს იქნებოდა უდიდესი საჩუქარი ფეხბურთის მოყვარულთათვის.
მამუკა
05:09 15-02-2025
0
ვინმე Თუ რონალდუს მესიზე მაᲦლა ან მესის დონეზე მაინც დააყენებს, მესისტებს ეგრევე ეწვიᲗ ერᲗი ადგილი. მესის მეც ისტორიაᲨი საუკეᲗესოდ ვᲗვლი, მაგრამ ყველას Თავისი არᲩევანი და გემოვნება აქვს, ბევრს საერᲗოდ ბრაზილიელი რონალდო მიაᲩნია ისტორიაᲨი საუკეᲗესოდ. მაგრამ მესისტებს კონკრეტულად კრიᲨტიანუ რონალდუზე აქვᲗ გარᲗულება.
მემგონი მესისტები ის ხალხია, ცხოვრებაᲨი ვერაფერს რომ ვერ აᲦწევენ და მხოლოდ მესის მიᲦწევებიᲗ ᲨეუᲫლიაᲗ ამაყი. ამიტომაც ამოირᲩიეს მესი, რომელიც რაᲗქმაუნდა საუკეᲗესოა. მაგრამ არ იმსახურებს მესი ასეᲗ ფანებს, ნორმალური ფანებიც უამრავი ჰყავს რაᲗქმაუნდა, მაგრამ ბოᲦმაᲗა ბრბო ყოვალᲗვის პირველ რიგᲨი Ჩანს.
იხვი
00:49 15-02-2025
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული