მესი თუ რონალდო? - ბუფონმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ჯანლუიჯი ბუფონმა ერთმანეთს კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი შეადარა.

"მათ შორის ერთი რომ ამოვარჩიო, ფეხბურთისადმი უპატივცემულობა იქნება. როდესაც მეუბნებიან, რომ მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ვიყავი, რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო გრძნობაა, თუმცა ხანდახან ვფიქრობ, რომ გამიმართლა, რადგან სწორ მომენტში სწორ ადგილას აღმოვჩნდი, ზოგჯერ ამას იღბალს მივაწერ ხოლმე.

ჩემი აზრით, მესიმ და რონალდომ ეპოქა შექმნეს, მათ შორის არჩევანს ვერ გავაკეთებ, ისინი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან, პორტუგალიელს უფრო ბომბარდირული თვისებები აქვს და მეტად შედეგიანია, მესი კი "ფანტაზისტაა", რომლის თამაშის ყურებაც
საოცარ სიამოვნებას განიჭებს", - განაცხადა ბუფონმა La radio dei pirati-სთან ინტერვიუში.

alt'მას 5 "ოქროს ბურთი" უნდა მოეგო' - ბუფონი ექსთანაგუნდელზე

altბუფონი კარიერის დასრულებას არ აპირებს - 45 წლის ჯიჯის "პარმასთან" ერთად სერია A-ში დაბრუნება უნდა

alt"ბუფონი მძღნ***ია" - "ინტერის" ფანებმა ვეტერან მეკარეს შეურაცხყოფა მიაყენეს

მკითხველის კომენტარები / 18 /
ვინც ევასება კარგად ჩანს მარცხენა ხელის მდებარეობით.DDDDDDDDDDDDDDDDDDD
ვოვა
13:46 14-02-2025
1
ორივე ძალიან მაგარია ძნელია გამოარჩიო რომელიმე.მე იმაზე ვღადაობ ხასიათით მესი ჯობიაო რო წერენ თითქოს პარალერული კლასელი იყოს ვინმესი
ბექა
14:58 14-02-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული