"ფეინოორდის" მწვრთნელად რობინ ვან პერსი დანიშნეს

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ფეინოორდის" ახალი მწვრთნელი რობინ ვან პერსი იქნება და კლუბი ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას დღეს გააკეთებს.

წარსულში ცნობილი ფორვარდი მიმდინარე სეზონში "ჰერენვენში" საკმაო წარმატებით მუშაობდა და საბოლოოდ, როტერდამელებმა მისი კონტრაქტი გამოისყიდეს.

"ფეინოორდში" სეზონი ბრაიან პრისკემ დაიწყო, რომელმაც "ლივერპულში" გადაბარგებული არნე სლოტი შეცვალა, მაგრამ პრისკე მალევე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს და როტერდამელებს დროებით პასკალ ბოსხარტი ავარჯიშებდა, ვისი ხელმძღვანელობითაც კლუბმა ჩემპიონთა ლიგიდან "მილანი" გამოაგდო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რომ გავარდეს არ მეწყინება, ბოსხარტმა გუნდი გაიყვანა და სხვას ნიშნავენ, ვითომ ფინალში გაყავდეს. აი ნახავთ თუ არ გამოვარდა.
მალხაზ ჯობავა
20:41 21-02-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული