
წარსულში ცნობილი ფორვარდი მიმდინარე სეზონში "ჰერენვენში" საკმაო წარმატებით მუშაობდა და საბოლოოდ, როტერდამელებმა მისი კონტრაქტი გამოისყიდეს.
"ფეინოორდში" სეზონი ბრაიან პრისკემ დაიწყო, რომელმაც "ლივერპულში" გადაბარგებული არნე სლოტი შეცვალა, მაგრამ პრისკე მალევე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს და როტერდამელებს დროებით პასკალ ბოსხარტი ავარჯიშებდა, ვისი ხელმძღვანელობითაც კლუბმა ჩემპიონთა ლიგიდან "მილანი" გამოაგდო.