"ამის გაკეთება მაიძულეს" - ლიონელ მესი

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ლიონელ მესიმ Apple Music-ის კორესპონდენტთან ინტერვიუში პსჟ-ში გატარებული წლების შესახებ ისაუბრა.

"ლა პულგას" თქმით, მას პარიზულ კლუბში გადასვლა არ სურდა.

"მაიამის "ინტერში" თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ, აქ ყოფნა ძალიან კარგია, განსაკუთრებით პარიზში გატარებული წლების შემდეგ. იქ გადასვლა ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ამის გაკეთება მაიძულეს.

ორი წელი, რომელიც პარიზში გავატარე, უამრავი ცუდი რამ გამოვიარე. ვარჯიშებზეც და თამაშებზეც უბედური ვიყავი, ამასთან გამკლავება მიჭირდა. მაიამიში ყველაფერი სხვაგვარადაა, აქ მე და ჩემი ოჯახი თავს შესანიშნავად ვგრძნობთ", - განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, დიდი
ალბათობით, ლეო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს, ამის შესახებ ინფორმაცია მისმა უახლოესმა მეგობარმა და ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ გაავრცელა.

altმესიმ "ნიუ იორკ სიტისთან" 2 საგოლე პასი შეასრულა [VIDEO]

altბრაზილიელმა რონალდომ თავისი თავი კრიშტიანოსა და მესის შეადარა - ნახეთ, რომელს თვლის ის მასზე უკეთეს ფეხბურთელად [VIDEO]

altმესი თუ რონალდო? - ბუფონმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
 

მკითხველის კომენტარები / 8 /
ნეტავ პარიზში რატომ იყო უბედური, მეფე ლიუდოვიკო ჩაგრავდა, კარდინალი რიშელიე?! იქნებ ანნა ავსტრიელი ლუდოვიკოს ბუკინგემთან რომ ღალატობდა ამის გამო გრძნობდა თავს უბეურად?!
aburjga
13:50 01-03-2025
13
ბარსელონას ბოსები,მართლაც საზიზღრად მოექცნენ მესის და მისი მაშინდელი ემოციური მდგომარეობა,სრულიად გასაგებია.პსჟს ფანებით აღტაცებული არა ვარ(უფრო პირიქით),მაგრამ ამის შემდეგ,მესი ყველგან ცუდად იგრძნობდა თავს.
სოსო
13:33 01-03-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული