10:18 02-03-2025
ისკომ "რეალს" გაუტანა და აღნიშნა - "ბეტისმა" "ბლანკოსი" დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
ანგარიში მე-10 წუთზე ბრაჰიმ დიასმა გახსნა და "სამეფო კლუბი" დააწინაურა, 34-ე წუთზე ისკოს საგოლე პასით ჯონი კარდოსომ ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმში მანუელ პელეგრინის გუნდი გააქტიურდა, 54-ე წუთზე "რეალის" საჯარიმოში უხეშობის გამო თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გოლად ისკომ აქცია, ალარკონმა ყოფილ გუნდთან გატანილი გოლი აღნიშნა, მატჩის შემდეგ კი ჟურნალისტებთან ამის გამო მოიბოდიშა.
დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და "ბეტისმა" 3 ქულა მოიპოვა.
ამრიგად, "რეალი" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 54 ქულით მესამე ადგილს იკავებს, ჩემპიონატს 56 ქულით მეორე მადრიდული გუნდი "ატლეტიკო" ლიდერობს, კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 5 მარტს, ჩემპიონთა ლიგაზე, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გამართავს.
"ბეტისი" 38 ქულით მე-6 ადგილზეა, ანდალუსიელები 6 მარტს, კონფერენს ლიგაზე, "ვიტორია გიმარაეშს" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ



140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული

