"მიმდინარე სეზონში ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო" - არნე სლოტი პსჟ-სთან მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ლივერპული" პსჟ-სთან პენალტების სერიაში 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მერსისაიდელების მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა, მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"როგორც წესი, ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ტურნირის ნახევარფინალში ან ფინალში თამაშობ, არ გაგვიმართლა, რადგან მსოფლიოს უმდიდრეს კლუბს მერვედფინალში შევხვდით.

თუ არ ჩავთვლით ეპიზოდს, როცა გოლი გავუშვით, იდეალურად ვითამაშეთ.

მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ, მეტოქის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ.

ჩემი აზრით, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად იღბალი დაგვაკლდა", - განაცხადა სლოტმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში
პსჟ "ასტონ ვილასა" და "ბრიუგეს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

altხვიჩას ცრემლების არ სჯერა - სალაჰმა ნამატჩევს იტირა

altლუის ენრიკე: ეს მხოლოდ დასაწყისია - ცვლილებები ფეხბურთელების დაღლილობის გამო გავაკეთე

altროგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ის ფეხბურთელებმა "ლივერპულთან" მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 14 /
არნოჯან,პსჭ-მ შენი გუნდის სუსტი ადგილები გამოაჩინა,ასე ვთქვათ,გააშიშვლა და საფიქრალი და გასაანალიზებელი ბევრი დაგიტოვა.ამას მიაქციე ყურადღება ჯობია
მირო
17:27 12-03-2025
0
დიდხანს ვერც პრემიერ ლიგაში გაგრძელდება ასე, სლოტი ახლა სარგებლობს კლოპის დანატოვარით და სლოტის "მაღალ კლასი" ამის ხარჯზე ჩანს. გაისად სალაჰი რომ წავა, ვან დაიკიც გადავა სავარაუდოდ - მერე გამოჩნდება რა გუნდის აშენების უნარიც აქვს ბატონს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული