"მიმდინარე სეზონში ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო" - არნე სლოტი პსჟ-სთან მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ლივერპული" პსჟ-სთან პენალტების სერიაში 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მერსისაიდელების მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა, მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"როგორც წესი, ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ტურნირის ნახევარფინალში ან ფინალში თამაშობ, არ გაგვიმართლა, რადგან მსოფლიოს უმდიდრეს კლუბს მერვედფინალში შევხვდით.

თუ არ ჩავთვლით ეპიზოდს, როცა გოლი გავუშვით, იდეალურად ვითამაშეთ.

მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ, მეტოქის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ.

ჩემი აზრით, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად იღბალი დაგვაკლდა", - განაცხადა სლოტმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში
პსჟ "ასტონ ვილასა" და "ბრიუგეს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

altხვიჩას ცრემლების არ სჯერა - სალაჰმა ნამატჩევს იტირა

altლუის ენრიკე: ეს მხოლოდ დასაწყისია - ცვლილებები ფეხბურთელების დაღლილობის გამო გავაკეთე

altროგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ის ფეხბურთელებმა "ლივერპულთან" მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 14 /
დიდებული თამაში ვიხილეთ,პირველისაგან განსხვავებული,მაგრამ კიდევ უფრო დაძაბული!პირველ თამაშში,ლივერპულს გაუმართლა და მეკარემაც ფანტასტიკურად ითამაშა,წუხელის კი,პსჟსაც გაუმართლა,თუმცა სტატისტიკას თუ გადავხედავთ,პსჟმ ყველა კომპონენტში აჯობა ლივერპულს და მიუხედავად იმისა,რომ ალისონი კვლავ ძალიან კარგად იდგა,დონა რუმამ მას აჯობა და პენალტების დროს კი,სულაც მატჩის გმირი გახდა.კი,ლივერპულმა ძალიან კარგად ითამაშა,თუ მათ მწვრთნელს დავუჯერებთ,იდეალურად და პსჟმ,მას ყველა კომპონენტში თუ მაინც აჯობა,ეს უკვე პსჟს პოტენციალზე და დღევანდელ სიძლიერეზე მეტყველებს.მსოფლიოში ვერც ერთი კლუბი ვერ იტყვის გადაჭრით,ლივერპულს ,ლივერპულში დავამარცხებო.პსჟმ კი, დაამარცხა!
პსჟს შემადგენლობის სიღრმის პრობლემა აქვს და გათამაშების ბოლომდე დანაკარგების გარეშე თუ მიაღწია,სრული შანსი აქვთ,ლიგის მოგებაზე!
რა თქმა უნდა ხვიჩას და პსჟს გულშემატკივრებს გილოცავთ ამ უმაგრეს დაპირისპირებაში გამარჯვებას!ამ თამაშებმა დაამტკიცა,რომ ხვიჩას პსჟში გადასვლა,დროული ნაბიჯი იყო,აი მისი დაქორწინება და დამიანეს გაჩენა კი;- დაგვიანებულიც.ნეტავი კიდევ უფრო ადრე დაქორწინებულიყო.ახლა შესაძლოა მეორეც ჰყოლოდა და მამობამ,ისიც გაცილებით უფრო კონცენტრირებული გახადა.დღეს ის,ნამდვილი პროფესიონალია,რომელიც გუნდის ინტერესებისათვის ყველაფერს აკეთებს და აკეთებს ბრწყინვალედ!
სოსო
11:56 12-03-2025
2
თქვენი იღბალი იყო რამდენიმე სანტიმეტრიანი ოფსაიდი.
სამართალი
11:13 12-03-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული