2014 წლის მერე პირველად - ბრაზილიელთა მძიმე სტატისტიკა, არგენტინასთან განადგურების შემდეგ

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, "ალბისელესტემ" სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ტურნირის მე-14 ტურში ბრაზილია 4:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ "სელესაომ" ოფიციალურ მატჩებში 4 ან მეტი გოლი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველად გაუშვა. მოგეხსენებათ, მაშინ საშინაო მუნდიალზე ბრაზილიელები ნახევარფინალში გერმანიასთან 1:7 განადგურდნენ.

უშუალოდ სამხრეთ ამერიკული ნაკრებიდან ბრაზილიელებმა 4 ბურთი 1987 წლის შემდეგ პირველად მიიღეს. ბოლოს ეს არგენტინაში გამართულ კოპა ამერიკაზე ჩილეს ნაკრებმა გააკეთა, რომელმაც "სელესაოს" 4:0 სძლია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ესენი არიან ფულით გატენილი ტომრები. ფუ ამათი, როგორ შემაძულეს ბრაზილიის ნაკრები რომელსაც 1965 წლიდან ვგულშემატკივრობ. ერთი კარგი ევროპელი მწვრთნელი ვერ იშოვეს, ყველგან მასეა სადაც კორუფცია ყვავის.
სანა რონალდო-კიჭა არ გახდება ფეხბურთის პრეიდენტი, მანამ არაფერი ეშველებათ.
მალხაზ ჯობავა
16:43 26-03-2025
2
მალხაზ ჯობავას

ნაწილობრივ ვიზიარებ აზრს ბრაზილიაზე, მაგრამ არ მგონია კიჭას პრეზიდენტობა ბრაზილიას უშველოს. ასეთი უსახური ბრაზილია არც მე მახსოვს. ბურთის დაჭერაც კი უჭირთ რამე ორდინალურზე ლაპარაკიც ზედმეტია. აღარ ყავთ ისეთი ვარსკვლავები ვისთაც ბრაზილიის ყურება გვიხაროდა. ნეიმარი კი იყო, მარა ისიც ვერ იყო ისეთი რაც იმ დიდებულ ბრაზილიელებს შეეფერებოდათ. მოკლედ მარტო სახელი დარჩენილი ბრაზილიისაგან, ამ თამაშს უყურებდი და ვინატრე, ნეტავ მსოფილოზე გავიდეთ და ჯგუფში ბრაზილია გვყავდეს. მინიმუმ არ წავაგებთ ამ ბრაზილიასთან.
G.LA
17:35 26-03-2025
2

სიახლეები პოპულარული