პსჟ-ს მფლობელები ესპანურ კლუბს შეიძენენ

AutoSharing Option
პსჟ-ს მფლობელი კომპანია Qatar Sports Investments-ი "მალაგას" შეძენასთან ახლოსაა, - იტყობინება Sky Sports-ი.

გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. "მალაგა" სეგუნდა დივიზიონში მე-15 ადგილზეა. კატარელები ესპანურ კლუბს 100 მილიონ ევროდ იყიდიან.

Qatar Sports Investments-ი აგრეთვე ერთ-ერთ ბელგიურ კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებას და ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში საინვესტიციო საშუალებებს სწავლობს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
აუჰ არაბები მოდიან და წალეკავენ ევროპას,ესაა საქმე? ჩვენთან რომ მსგავსი კლუბი ეყიდათ არაბებს იტყოდენ ჩვენი ურა პატრიოტები. არადა ინვესტიციები აუცილებელია,წინააღმდეგ შემთხვევაში მას არც პარიზში და არც მალაგაში არ დათანხმდებოდნენ.
Კახა
10:37 27-03-2025
9
ერთ დროს ლა ლიგის სტაბილური ბინადარი იყო
კირილე სოფრომაძე
09:15 27-03-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული