გაგიჟდა და გადაირია - მოურინიომ "გალათასარაის" მწვრთნელს ცხვირზე სტაცა ხელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის თასის მეოთხედფინალში „ფენერბაჰჩე“ საკუთარ მოედანზე“ გალათასარაისთან“ 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. დუბლი ვიქტორ ოსიმენმა შეასრულა, ერთი საპასუხო გოლი სებასტიან შიმანსკიმ გაიტანა.

ორივე გუნდის ფეხბურთელებმა იჩხუბეს, მსაჯმა სამ მათგანს 90+2-ე წუთზე წითელი ბარათი უჩვენა, „ფენერბაჰჩეს“ მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კი „გალათასარაის“ თავკაცს ოკან ბურუკს ცხვირზე მოქაჩა, რომელიც მოედანზე წაიქცა.


მარტში „ფენერბაჰჩე“ ევროპა ლიგის მერვედფინალში „რეინჯერსთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა, ხოლო თურქეთის სუპერლიგაში მეორე ადგილზეა - ლიდერ „გალათასარაის“ 6 ქულით ჩამორჩება, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

altმოურინიო მორიგ

დიდ სკანდალშია - რასიზმის ბრალდებით უჩივლეს, თავად კი მსაჯთა ოთახში შევიდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 12 /
მოურინიომ ცხვირზე მოქაჩა და ოკან ბურუკიც მიწაზე გაგორდა.იგორავა,მერე წამოდგა და მოურინიოზე გაიწია!ჯერ თითქმის სიკვდილი გაითამაშა,მერე კი,ვაჟკაცობა და ორივეში საშინლად ყალბი იყო!ცხადია,რომ მოურინიოს მკაცრად დასჯიან,მაგრამ ბურუკსაც მისი ნახევარი სასჯელი მაინც უნდა მისცენ,აფერისტობის გამო.ცხვირში ხელი გტაცა და შეურაცხყოფა მოგაყენა?-თუ ვაჟკაცად გამოჩენა გინდა,ეგრევე უთავაზე ცხვირპირში და სხვა რამეზე ნუღა იფიქრებ.ასე კი,მხოლოდ თავისი კაცუნობა გაამჟღავნა.რაც მაგან გააკეთა,მაგას კიდევ დაცემა და არ წამოდგომა სჯობდა,თუმცა ისიც საზიზღობა იქნებოდა!
სოსო
10:13 03-04-2025
0
"განსხვავებულმა" ასეთი რა უპწკინა ცხვირზე ოკან ბურუკს,რომ ეგრევე დაეცა მიწაზე?
გიგა
08:48 03-04-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული