მატჩში გასული ერთადერთი გოლი კონსტანტინოს მიტროგლუს ანგარიშზეა, რომელმაც თავი მატჩის 49-ე წუთზე გამოიჩინა. ამ გოლიდან 9 წუთში მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა და "ბორუსიას" ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მიეცა, თუმცა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გააფუჭა.
გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა დორმტუნდში 8 მარტს გაიმართება.