ზედიზედ მე-7 გავარდნა? – "არსენალს" 1/8-ფინალის კომპლექსი აქვს

AutoSharing Option
15 თებერვალს მიუნხენის "ბაიერნმა" ლონდონის "არსენალი" ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში 5:1 გაანადგურა.

- ამ გამარჯვებით გერმანულმა კლუბმა ტურნირზე საშინაო გამარჯვებების რიცხვი რეკორდულ ნიშნულამდე, 16-მდე გაზარდა. ამ მატჩებში "ბაიერნმა" ჯამში 58 გოლი გაიტანა (საშუალოდ 3.6) და 9 გაუშვა.

- გარდა ამისა, მიუნხენელებმა ზედიზედ მეშვიდე საშინაო პლეი ოფის მატჩი მოიგეს.

- რაც შეეხება "არსენალს", ლონდონური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეოთხე კლუბი გახდა, რომელმაც 200 და მეტი გოლი გაუშვა. "არსენალზე" მეტი გოლი გაშვებული აქვთ "ბარსელონას" (221), "ბაიერნს" (226) და "რეალს" (248).

-
ინგლისელები ისტორიაში მესამედ დამარცხდნენ ჩემპიონთა ლიგაში 4-ბურთიანი სხვაობით.
2012 წლის 15 თებერვალს "არსენალმა" "მილანთან" (0:4) წააგო, 2015 წლის 4 ნოემბერს კი - "ბაიერნთან" (1:5).

- "ბაიერნი" და "არსენალი" ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 4 წლის განმავლობაში 7-ჯერ შეხვდნენ. აქედან 4-ჯერ გერმანელებმა იმარჯვეს, 2-ჯერ ლონდონელებმა. გოლები - 16:8.

- "მეთოფეებს" 1/8-ფინალის ერთგვარი კომპლექსი ჩამოუყალიბდათ. 2011 წლიდან მოყოლებული, "არსენალი" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის დაძლევას ვერ ახერხებს. ამ ხნის განმავლობაში "არსენალი" 1/8-ფინალის მიღმა 2-2 ჯერ "ბარსელონამ" და "ბაიერნმა" დატოვეს, თითოჯერ კი - "მილანმა" და "მონაკომ".

- ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩები: "ბაიერნი"-"არსენალი", დეჟავუ... [VIDEO]
- არსენ ვენგერი: ამის შემდეგ თამაშს შევეშვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული