ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: დიდი სასწაული "კამპ ნოუზე" [VIDEO]

AutoSharing Option
* "ბარსელონა" პირველი კლუბია ამ ტურნირის ისტორიაში, რომელიც შემდეგ ეტაპზე გავიდა პირველ მატჩში 0:4 წაგების შემდეგ.
* მეეექვსე, გადამწყვეტი გოლი მას მერე გავიდა, რაც პსჟ "ბარსელონას" გოლკიპერზე (!) დაჯარიმდა.
* სერხი რობერტომ ლიგაზე სულ სამი გოლი გაიტანა და სამივე "კამპ ნოუზე".

თუ რომელიმე გუნდს შეუძლია თანამედროვე ფეხბურთში სასწაულის მოხდენა, პირველ რიგში, ეს "ბარსელონაა" და ალბათ, ამადაც იყო, რომ მიუხედავად პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგისა, საფეხბურთო მსოფლიო განმეორებით მატჩს მაინც დიდი ინტერესით ელოდა.

როდესაც "ბარსელონა" "კამპზე ნოუზე" თამაშობს, იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს,
აბსოლუტურად ყველაფერი, რაც განვლილ შეხვედრაშიც დადასტურდა.

მომენტების და გოლების აღწერა შორს წაგვიყვანს - "ბარსამ" სასწაული მოახდინა, 6:1 სძლია მეტოქეს და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ეს იყო სპექტაკლი, ეს იყო შოუ, ეს იყო ზღაპარი - ეს იყო ის, რისთვისაც ასე ძალიან გვიყვარს ფეხბურთი.

* * *
მეორე შეხვედრაშიც მასპინძელმა გაიმარჯვა და ასევე დიდი ანგარიშით. დორტმუნდის "ბორუსიამ" ლისაბონში მინიმალური სხვაობით წააგო, თუმცა სახლში ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და დამსახურებულად გავიდა მომდევნო ეტაპზე. მატჩის გმირი პიერ ემერიკ ობამეიანგია, რომელმაც სამჯერ დაამწუხრა პორტუგალიელები.

ბარსელონა-პსჟ 6:1 (0:4)
გოლები: 1:0 სუარესი (3), 2:0 კურზავა (40 ს. კ.), 3:0 მესი (50-პენ.), 3:1 კავანი (62), 4:1 ნეიმარი (88), 5:1 ნეიმარი (90-პენ.), 6:1 სერხი რობერტო (90)
ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი - მასკერანო, პიკე, უმტიტი - რაფინია (76. სერხი რობერტო), რაკიტიჩი (84. ანდრე გომეში), ბუსკეტსი, ინიესტა (65. არდა თურანი), ნეიმარი - მესი, სუარესი
პსჟ (4-5-1): ტრაპი - მონიე (90. კრიხოვიაკი), მარკინიოსი, ტ. სილვა, კურზავა - ლუკას მოურა (55. დი მარია), ვერატი, რაბიო, მატუიდი, დრაქსლერი (75. ორიე) - კავანი
მაყურებელი: 90 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დორტმუნდი-ბენფიკა 4:0 (0:1)
გოლები: 1:0 ობამეიანგი (4), 2:0 პულიშუჩი (59), 3:0 ობამეიანგი (61), 4:0 ობამეიანგი (85)
დორტმუნდი (3-4-2-1): ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი (88. გინტერი), ბარტრა - დურმი, ვაიგლი, კასტრო, შმელცერი - პულიშიჩი, დემბელე (81. კაგავა) - ობამეიანგი (86. შიურლე)
ბენფიკა (4-2-3-1): მორაეში - სემედო, ლუიზაო, ლინდელიოფი, ელიზეუ - სამარისი (74. ჟივკოვიჩი), ალმეიდა - სალვიო (64. ჟონასი), პიცი, სერვი (82. ხიმენესი) - მიტროღლუ
მაყურებელი: 80 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 67 /
დაიწყება ეხლა გაყიდული იყო თამაშიო და ეგეთები. დაიჯერეთ ხალხო ეს ბარსელონაა და მისგან ელოდნენ კიდევაც ასეთ სასწაულს და მან ეს შედძლო. ამიტომაც მიყვარს მისი უდიდებულესობა ფეხბურთი. თუმცა მაგის გამო ხშირათ ვაგებ კიდეც))))
gizo
09 მარტი 2017 09:52
0
ამ თამაშმა დაადასტურა თუ რა სიბინძურეები ხდება ფეხბურთში,დადგმული სპექტაკლი იყო,
fff
09 მარტი 2017 09:52
0
გიას ვეთანხმები, ორივე მატჩს ტოტალიზატორის სუნი უფრო უდის ვიდრე სასწაულის. ავტოგოლი, ორი პენალი,(განსაკუთრებით მეორე), ბოლოში 4 კაცის მარტო დატოვება მეკარესთან პირისპირ და დიდი მარიას და აცილება ცარიელ კარში.გინდა არ გინდა გვაფიქრებინებს ტოტალიზატორის მამებზე....
ივერი
09 მარტი 2017 09:47
0
2 პენალით და ავტოგოლით წნორის მილანიც მოუგებდა პსჟ-ს. + ასეთი მსაჯობა. უეფას დედა აღარა ყავს!
ქუთაისელი
09 მარტი 2017 09:44
0
გაასაჩივრებს აბა რას იზამს, ივანიშვილი უხეშად ერეოდა ემირის ტაქტიკურ დამოუკიდებლობაშიო
givi
09 მარტი 2017 09:42
0
gia - "ეს იყო ბოლო თამაში ჩემპიონთა ლიგაზე რასაც ოდესმე ვუყურებ. ყველაზე ბინძური სპორტია ფეხბურთი". საკომენტაროდაც არ ღირს, მსგრსმ მაინც ვიტყოდი. შენ ისევე ხარ ამ ზოსაზრებაში გულწრფელი, როგორც მიშა სააკაშვილი იყო თავის ძირითად და ცნობილ გამოთქმებში "გულწრფელი". არ უყურებო!!!! კაი კაცო, მართლა!!!! მაშ რეალის თამაშს მარტო მე უყურო!!!!!
pepe ronaldiniovish
09 მარტი 2017 09:41
0
ბარსა მინახავს ქარიშხალივით - როცა შეუძლია ყველაფრის წალეკვა, მაგრამ გუშინ ეს ასეთი გუნდი არ იყო. თამაშით ეს ის გუნდი არ იყო რომელსაც 6 გოლის გატანა შეუძლია და თან ლიგაზე პსჟ-თან. 1 თამაშში ბარსა გაჩერდა, გუშინ პსჟ. რაღაც დიდი შოუ დადგეს, არადა ფეხბურთის სანახაობრიობა ამით ვერ მოიმატებს - უფსკრულისკენ მიდის ეს სახეობა ფაქტია.
რა ვიცი აბა?
09 მარტი 2017 09:32
0
და თქვენ,გულუბრყვილო ქართველებო გჯერათ ამ სასწაულის?აქ ხომ დიიიდ ფულზეა საუბარი,ეს ყველაფერი ერთი სპექტაკლი იყო განაწილებული როლებით და დიდი მოგებით.ვისაც გჯერათ,მეცოდებით....
status quo
09 მარტი 2017 09:26
0
მსაჯელონა-პსჟ 6-1
ბავარია მაგარია
09 მარტი 2017 09:08
0
ყველას ეგონა ბარსელონას არ გაუჭირდებოდა, მაგრამ გაუჭირდა

lasha
09 მარტი 2017 08:55
0

სიახლეები პოპულარული