ლუის ენრიკე: დღეს კაცურად მოვიქეცით

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "ბარსელონამ" ფრანგული პსჟ 6:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: დიდი სასწაული "კამპ ნოუზე" [VIDEO]

"არ მგონია, რომ გუნდში ვინმეს არ სჯეროდა წარმატების. გაშვებული გოლის შემდეგაც კი კარგად გამოვიყურებოდით. ძალიან ბევრჯერ გავრისკეთ და ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. დღეს კაცურად მოვიქეცით და კმაყოფილი ვარ.

ჩემი აზრით, სხვა მეოთხედფინალისტებს ჩვენი იქ ნახვა არ უხარიათ, მაგრამ ტიტულის მოგების შანსი
ყველა გუნდს ექნება.

გამარჯვებას ყველა იმ ადამიანს ვუძღვნით, ვისაც 0:4 მარცხის შემდეგ ჩვენი სჯეროდა. ნამდვილი ფეხბურთი ესაა", - თქვა ლუის ენრიკემ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სიმულიანტობას კაცობას ეძახის, ლუის ენრიკესგან არც უნდა გიკვირდეს!
0
კაცური ბალეტი იყო :) ინანებენ ამ გასვლას ესენი.
ანდრი
17:38 09-03-2017
0

სიახლეები პოპულარული