ამაში ხელი "ბებერ ქალბატონს" კიდევ ერთხელ შეუწყო წითელმა ბარათმა, რომელიც ამჯერად, მაქსი პერეირამ "აიკიდა" - იკერ კასილიასმა რთული ბურთი მოიგერია. იგუაინმა დაამატა, ხოლო ურუგვაელმა ცარიელი კარიდან მეკარესავით გამოიტანა ხელით. თერთმეტმეტრიანი მშვენივრად მოთამაშე პაულო დიბალამ შეაგდო.
არგენტინელი მინდორზე ისევ გონსალო იგუაინთან და მარიო მანჯუკიჩთან ერთად იყო. მათ ხუან კუადრადოც უნდა დავუმატოთ. მოკლედ, მასიმილიანო ალეგრის ეს სქემა ამართლებს და
სხვათა შორის, მეორე ტაიმის დებიუტში ათკაციან "დრაკონებს" მომენტი ჰქონდათ. "იუვეს" დაცვა ჩავარდა, ბენატია ყველაზე დიდი დამნაშავე გახლდათ და პორტუელთა "ოქროს ახალწვეული" "გიმარაეშიდან" მოსული ბრაზილიელი ტიკინიო, რომელსაც "პორტუში" გადასვლის მერე ჩემპიონატის ყველა მატჩში გააქვს (6 მატჩი, 9 გოლი), ჯანლუიჯი ბუფონს პირისპირ შერჩა, მაგრამ ჯიჯისაც ააცილა და კარსაც.
ცოტ-ცოტა სხვა მომენტებიც იყო - თუნდაც მანჯუკიჩის ეფექტური ქუსლური პასის მერე შეცვლაზე შემოსული ახალგაზრდა ხორვატის, მარკო პიაცას ცოტა არაზუსტი დარტყმა. დიბალას პასის მერე იგუაინის შანსი, როდესაც "პიპიტას" ცოტა დააკლდა. ბუფონთან პირისპირ პორტუგალიელები კიდევ ერთხელ დარჩნენ მოდუნებულნი "იუვეს" შეცდომის წყალობით, მაგრამ ამჯერად შეცვლაზე შესულმა დიოგო ჟოტამ ააცილა.
* * *
სევილიელებმა პირველი შეხვედრა, დიდი უპირატესობის მიუხედავად, "ცუდი ანგარიშით" მოიგეს და ლა ლიგაში ბოლო ორი შეხვედრაც ვერ ჩაატარეს მთლად კარგად. "ლესტერმა" კი, პირიქით, კლაუდიო რანიერის წასვლის მერე ფრთები გაშალა და პრემიერლიგაში ორი მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო. კრეიგ შექსპირმა ახალი ისტორიის წერა ჩემპიონთა ლიგაზე გააგრძელა - მისი ბიჭები 27-ე წუთზე კაპიტანმა უეს მორგანმა დააწინაურა - რიად მაჰრეზმა ჯარიმიდან ჩააწოდა, ხოლო მორგანს ბრძოლაში "მიდებულ ხელზე" მოხვდა ბურთი და კარში ისე შევარდა, ესპანელები უკმაყოფილონი დარჩნენ და რაღაც საფუძველი ჰქონდათ კიდეც, მაგრამ გოლი ჩაითვალა.
ბუნებრივია, ეს 33 წლის იამაიკელის პირველი ბურთია ჩემპიონთა ლიგაზე. სტუმრებმა ცოტა ფრთხილად დაიწყეს და ამის მერე მიხვდნენ, რომ უნდა გააქტიურებულიყვნენ და ხორხე სამპაოლიმ მეორე ტაიმი ორმაგი ცვლილებით დაიწო და ტაქტიკაც გადააწყო.
გოლი კი ისევ "ლესტერმა" შეაგდო - სტუმრებმა ბურთი უხერხულად მოიგერიეს და მარკ ოლბრაიტონმა, რომელიც საჯარიმოს მისადგომებთან იყო ჩასაფრებული, ძლიერი დარტყმით "ჩასვა" ბურთი ახლო კუთხეში. სევილიელების მდგომარეობა კიდევ უფრო 74-ე წუთზე დამძიმდა, როდესაც ჯეიმი ვარდიმ სამირ ნასრი პროვოკაციაზე წამოაგო - ფეხბურთელები შეკამათდნენ და ერთმანეთს თავები მიადეს, ვარდიმ კი გააფორმა, თითქოსდა ნასრის ჩაერტყა მისთვის. დანიელე ორსატომ ორივეს ყვითელი აუფრიალა, რაც ნასრის გაძევებას ნიშნავდა.
ცოტა ხანში, იტალიელმა მსაჯმა არარსებული პენალტი დანიშნა და ესპანურ გუნდს შანსი აჩუქა, მაგრამ... გადაწყდა რომ ნიშნულთან სტივენ ნ’ზონზი მივიდოდა. ვერ გაიტანა, მან ძალიან ცუდად დაარტყა და კასპერ შმეიხელსაც არ დავუკარგოთ გმირობა - სევილიელებმა საპასუხო შეხვედრაშიც გააფუჭეს მნიშვნელოვან დროს პენალტი. "მელიებს" შეეძლოთ ამის გამო მეტოქე დაესაჯათ და მომენტებიც ჰქონდათ, ყველაფრის დამამთავრებელი გოლი გაეტანათ, მაგრამ ამ შანსებს ვერ იყენებდნენ.
ევროპალიგის ზედიზედ სამჯერ მომგებმა გუნდმა მეტი ვეღარაფერი გაახერხა და გაირკვა, რომ "სევილიას" ადგილი ჩემპიონთა ლიგაზე არ არის. კრეიგ შექსპირი კი "ლესტერის" ახალი თავგადასავლის წერას აგრძელებს.
იუვენტუსი-პორტუ 1:0 (2:0)
გოლი: 1:0 დიბალა (42-პენ.)
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - დანი ალვეში, ბენატია (60. ბარძალი), ბონუჩი, ალექს სანდრო - ხედირა, მარკიზიო - კუადრადო (46. პიაცა), მანჯუკიჩი, დიბალა (78. რინკონი) - იგუაინი
პორტუ (4-4-2): კასილიასი - მ. პერეირა, ფელიპე, ივან მარკანო, ლაიუნი - დანილო პერეირა, ანდრე ანდრე, ოლივერ ტორესი (70. ოტავინიო), ბრაჰიმი (67. დიოგო ჟოტა) - ტიკინიო, ანდრე სილვა (46. ბოლი)
გაძევება: მ. პერეირა (40)
მაყურებელი: 41 161
ლესტერი-სევილია 2:0 (1:2)
გოლები: 1:0 მორგანი (27), 2:0 ოლბრაიტონი (54)
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი - დრინკვოტერი, ნდიდი, ოლბრაიტონი, მაჰრეზი (90. მაჰრეზი) - ოკაზაკი (64. სლიმანი), ვარდი
სევილია (4-2-3-1): სერხიო რიკო - მერკადო (46. მარიანო), პარეხა, რამი, სერხიო ესკუდერო - ნ’ზონზი, იბორა - ვიტოლო, ნასრი, სარაბია (46. იოვეტიჩი) - ბენ იედერი (68. ხ. კორეა)
გამოუყენებელი პენალტი: ნ’ზონზი (80)
გაძევება: ნასრი (74)
მაყურებელი: 31 600
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"