კასპერ შმეიხელი: არადა, სულ ახლახან მეორე ლიგაში ვვარდებოდი

AutoSharing Option
"ლესტერის" მეკარე კასპერ შმეიხელმა "სევილიასთან" (2:0) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ ემოციები არ დამალა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლესტერი" ისტორიას უკვე ლიგაზე წერს [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში "ლესტერმა" ესპანელები ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

"ეს წარმოუდგენელი მიღწევაა კლუბისთვის. ვამაყობ ბიჭებით და საერთოდ, ვამაყობ კლუბში ყველა ადამიანით. სულ ახლახან მეორე ლიგაში ვვარდებოდი, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვითამაშებთ.

სათამაშო გეგმა გვქონდა, რომლის მიხედვით ვმოქმედებდით და მას ზედმიწევნით ვასრულებდით.

ვიცოდით, რომ ისინი ბურთზე კონტროლს დაიჭერდნენ. პირველ ტაიმში ბურთის ფლობა მათ მხარეს
იყო და კარგადაც თამაშობდნენ, მაგრამ ასეთ მეტოქესთან კარგად უნდა დაიცვა თავი და "სევილიას" მხოლოდ რამდენიმე მომენტის შექმნის საშუალება მივეცით", - თქვა შმეიხელმა.

აღსანიშნავია, რომ შმეიხელი ერთადერთი მეკარეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ორივე მატჩში შეძლო პენალტის მოგერიება.

მომზადებულია BT Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული