იტალიელმა განაცხადა, რომ "იუვენტუსს" 2014/15 წლების სეზონის ფინალში (1:3) მარცხისთვის რევანშის აღება სურს.
"ლესტერი" ერთადერთი კლუბია, რომელსაც მეოთხედფინალში არ ელოდებოდნენ, მაგრამ მე პირადად მინდა, "ბარსელონას" შევხვდეთ.
"იუვენტუსისთვის" იმ გუნდთან შეხვედრა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგების საშუალება არ მისცა, შესანიშნავი სტიმული იქნებოდა.
ვის არ მინდა, რომ შევხვდეთ? "ბაიერნს". კარლო ანჩელოტი მსგავსი დაპირისპირების სპეციალისტია, ამიტომ ჯობია, მიუნხენელებს ფინალში შევხვდეთ", - თქვა ბონუჩიმ.
- ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წილისყრა: როდის და როგორ