"ამიერიდან სპორტსმენები სალიკვიდაციო სიაში იქნებიან" - რა წერილი იპოვეს აფეთქების ადგილას

AutoSharing Option
დორტმუნდში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება ისლამისტური კვალის არსებობას სწავლობს, - იუწყება გამოცემა "დოიჩე ველე".

გამოცემის ინფორმაციით, აფეთქების ადგილას ნაპოვნი წერილობითი შეტყობინება იწყება სიტყვებით - "გულმოწყალე ალაჰის სახელით".

წერილში ასევე ნახსენებია ბერლინში 2016 წლის დეკემბერში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტი და ის ფაქტი, რომ გერმანული სამხედრო თვითმფრინავები "ტორნადო" სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მუსლიმების მკვლელობაში მონაწილეობენ.

ინციდენტის ადგილას ნაპოვნ წერილში აღნიშნულია, რომ "ამიერიდან სპორტსმენები და სხვა ცნობილი პირები გერმანიაში და სხვა ჯვაროსნულ ქვეყნებში "ისლამური სახელმწიფოს" სალიკვიდაციო სიაში იქნებიან".

წერილის ავტორები აცხადებენ, რომ მანამ
იმოქმედებენ, ვიდრე სირიიდან გერმანულ "ტორნადოებს" არ გამოიყვანენ და გერმანიაში მდებარე ამერიკული ბაზა "რამშტაინი" არ დაიხურება".

გამოძიებაში მონაწილე ექსპერტების მოსაზრებით, აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა ნაადრევია.

გუშინ დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ დორტმუნდის "ბორუსიის" ავტობუსის წინ მცირე სიმძლავრის სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დორტმუნდის "ბორუსია" ფრანგულ "მონაკოს" გუშინ სახლში უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა, უეფა-ს გადაწყვეტილებით, თამაში აფეთქების გამო დღეისთვის გადაიდო.

- ტერორიზმი და ფეხბურთი: აფეთქება დორტმუნდში [VIDEO]

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
bagdadim archatarebaze dado psoni
ranionero
12 აპრილი 2017 17:10
0
სპორტსმენებმა რაღა დაუშავეს მაგ ავადმყოფებს?მიწასთან გასასწორებელია ეს წარმონაქმნი
ალეკსანდრე
12 აპრილი 2017 14:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული