ჩემპიონთ ლიგა. 1/4-ფინალი: "რეალმა" "ბაიერნს" დამატებით ტაიმებში სძლია

AutoSharing Option
18 აპრილს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა.

მადრიდის "რეალმა" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 53-ე წუთზე "ბაიერნმა" გახსნა. პენალტი ზუსტად რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა. 76-ე წუთზე კი კრიშტიანო რონალდომ გაათანაბრა. სულ რაღაც ორ წუთში კი საკუთარ კარში ბურთი სერხიო რამოსმა ჩაჭრა.

84-ე წუთზე გერმანელები კაცნაკლულნი დარჩნენ. არტურო ვიდალმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 1:2 დასრულდა და დაპირისპრების გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმები გახდა საჭირო. 

105-ე კრიშტიანო რონალდომ დუბლი მიითვალა. 110-ე წუთზე კი რონალდომ ჰეთ თრიქი გაიფორმა. საბოლოო წერტილი კი შეხვედრას მარკო ასენსიომ დაუსვა - 4:2.
მკითხველის კომენტარები / 13 /
რატომღაც მსაჯებს შეცდომები მაინცდამაინც რეალის და ბარსას სასარგებლოდ მოსდით!! ასეთი შემთხვევები დზალიან ხშირად ხდება რაგაც, ბოლო დროს
batumi
19 აპრილი 2017 13:42
0
რეალის მოგება იყო სამარცხვინო და ბაიერნს ეკუთვნოდა გამარჯვება? აბა გადაახვიეთ და ნახეთ პენალტის მომენტი (ესეც და წინა თამაშშიც), ვიდალის ჯარიმა როცს უნდა გაეგდო, სხვა მომენტებიც და რაც მთავარია სტატისტიკა. მსაჯობა კი უკვა მართლა ძალიან აფუჭებს ფეხბურთს, უფასურებს გამარჯვებასაც და უკვე ყველა დამარცხებულს აქვს მსაჯობაზე აპელირების მიზეზი
ფანი
19 აპრილი 2017 13:03
0
სამწუხაროა,რომ ბრწყინვალე მატჩი მსაჯმა ბოლოს ფარსად გადააქცია.
სოსო
19 აპრილი 2017 11:53
0
როდემდე უნდა ეწირებოდეს მსაჯის შეცდომებს სამართლიანი ფეხბურთი. რით ვერ მიხვდა უეფა და ფიფა, რომ ფეხბურთი ისე სწრაფად ვითარდება, რომ ეს მოძუნძულე მსაჯები ვერც ბურთს და ვერც თამაშს სათანადოდ ვერ მიყვებიან. რა გახდა ბოლოსდაბოლოს ვიდეოგამეორებების შემოღება, მაინდამაინც უნდა შეგვაძულონ ფეხბურთის ყურება?? ფუი..
როდემდე
19 აპრილი 2017 11:21
0
ასეთი მსაჯობა მახსოვს სსრკ-ს დროს, როცა, მაგალითად, ცსკა და თბილისის "დინამო" თამაშობდნენ...
მიშა
19 აპრილი 2017 10:23
0
რომ არა ვიდალის გაგდება ბაიერნი გავიდოდა. აჯობა მიუხენმა აშკარად და უფრო იმსახურებდა გასვლას ვიდრე რეალი.ამ მატჩის შედეგზე მსაჯმა მოახდნა დიდი გავლენა. ისევე როგორც ბარსა პსჟ-ს მატჩზე.
kika
19 აპრილი 2017 10:10
0
ასეთი მსაჯით წყალტუბოს სამგურალიც მოიგებდა
gio
19 აპრილი 2017 09:46
0
Baierns realma ki ara msajma szlia
Msajma moigo
19 აპრილი 2017 08:58
0
სამარცხვინო მოგება ! რეალს რატო ეხმარებიან მსაჯები?
burusa
19 აპრილი 2017 08:47
0
რეალი ჩემპიონია
vanski
19 აპრილი 2017 08:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული