კრიშტიანო რონალდო: გულშემატკივრებს ვთხოვ, არ მისტვინონ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ მიუნხენის "ბაიერნთან" (4:2) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და ასევე, გულშემატკივრებს მიმართა.

"ვიცოდით, რომ ძალიან კარგად თუ არ ვითამაშებდით, "ბაიერნი" გაგვიტანდა. მათ კვლავ დაამტკიცეს, რომ ბრწყინვალე გუნდი ჰყავთ, მაგრამ მადრიდი მადრიდია.

ეჭვგარეშეა, ჩვენ უკეთესები ვიყავით. "ბაიერნს" 6 გოლი გავუტანეთ, ეს კი მარტივი არ არის. დამსახურებულად მოვიგეთ და წინ გავედით.

გულშემატკივრებს მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ არ მისტვინონ. ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია და მაქსიმალურად ვიხარჯები", - თქვა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნთან" დაპირისპირებაში რონალდომ
5 გოლი გაიტანა, აქედან სამი - 18 აპრილს.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: რონალდოს ჰეთ თრიკი და 100 გოლი ლიგაზე [VIDEO]

მომზადებულია As-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
როლანდო მსოფლიოს საუკეთესო მოქმედი ფეხბურთელი.რაც შეეხება გაპრანჭვას ვიდალი ხომ ლამაზია ან მესის ყვითელი წვერი ალქაიდას წევრს რომ. უგავს.
დათო
20 აპრილი 2017 11:44
0
ფეხბურთელი--ფანტასტიკა--ბრავო როლანდო.
დათო
20 აპრილი 2017 11:43
0
მისი გოლების 80%კარგი "პასების"დამსახურებაა.ფეხზე უდებენ ბურთს
MIRABELLA
20 აპრილი 2017 11:41
0
რონალდოს გარეშე უფრო მეტი გულშემატკივარი ეყოლებოდა " რეალს "...
მ ი მ ი ნ ო
20 აპრილი 2017 11:06
0
მადრიდის რეალის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი.
ამას რომ დაუსტვენ მართლა უნამუსო უნდა იყო. 32 წლის არის და მაინც ყველაზე მაღალ დონეზეა არამარტო რეალში არამედ მთელ საფეხბურთო სამყაროში
lashamax
20 აპრილი 2017 07:30
0
რონალდოს ნაკრებში 71 გოლი აქვს გატანილი აქედან 80& ოფიციალურ თამაშებში,მესის ნაკრებში 54 აქედან 50& ოფიციალურ თამაშებში.შეადარეთ ვინ თამაშობს პორტუგალიაში და ვინ არგენტინაში.ეს ფაქტი.101 ბურთი ჩემპიონთა ლიგაში ეს ხომ ფანტასტიკაა. მეტი რა უნდა გააკეთოს.
მშრალი ციფრები
19 აპრილი 2017 20:29
0
რონალდოს პრანჭიაობაზე რომ იწყებენ ლაპარაკს, აი იქ მთავრდება ფეხბურთის ცოდნა და სიყვარული, სასაცილოა, სავარაუდოდ, ბარსას ფანია და მოსწონს მესის თმის ფერი
Nika
19 აპრილი 2017 16:30
0
აბაა არ უსტვენენ ოპერაში კაკრას საშენო ადგილია შენი აფსაიტა და პრანჭია ... :)
georgia
19 აპრილი 2017 15:24
0
უდიდესი ფეხბურთელია
jkl
19 აპრილი 2017 14:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული