"მონაკომ" დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
ანგარიში მე-3 წუთზე კილიან მბაპემ გახსნა. მე-17 წუთზე რადამელ ფალკაომ სხვაობა ორამდე გაზარდა. 48-ე წუთზე მარკო როისმა ერთი გოლი გაქვითა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი 81-ე წუთზე მოედანზე რამდენიმე წამის შესულმა ვალერ ჟერმენმა დააფიქსირა.
ორი მატჩის ჯამში "მონაკომ" მეტოქეს 6:3 მოუგო და ნახევარფინალის საგზურიც სწორედ მან მოიპოვა.