ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: "მონაკომ" "ბორუსიას" მეორედაც მოუგო

AutoSharing Option
19 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა.

"მონაკომ" დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

ანგარიში მე-3 წუთზე კილიან მბაპემ გახსნა. მე-17 წუთზე რადამელ ფალკაომ სხვაობა ორამდე გაზარდა. 48-ე წუთზე მარკო როისმა ერთი გოლი გაქვითა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი 81-ე წუთზე მოედანზე რამდენიმე წამის შესულმა ვალერ ჟერმენმა დააფიქსირა.

ორი მატჩის ჯამში "მონაკომ" მეტოქეს 6:3 მოუგო და ნახევარფინალის საგზურიც სწორედ მან მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული