ლუის ენრიკე: ქედს ვიხრი "იუვენტუსის" წინაშე

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ტურინის "იუვენტუსთან" (0:0) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ეს ფეხბურთია. გვინდოდა, მაღალ ტემპში გვეთამაშა და კარში ბევრჯერ დაგვერტყა, მაგრამ დამასრულებელ სტადიაში სიზუსტემ გვიმტყუნა.

ეს იყო ორი შესანიშნავი გუნდის დაპირისპირება. ქედს ვიხრი "იუვენტუსის" წინაშე.

შეუძლიათ თუ არა მათ ფინალში გასვლა? მათ ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავთ, შესანიშნავი ფეხბურთელები, მათ ყველაფერი აქვთ, რომ იქ აღმოჩნდნენ.

ამასთან ერთად, სხვა ნახევარფინალისტებიც იმავე პოზიციაში არიან", - თქვა ენრიკემ.

- ჩ/ლ. 1/4-ფინალი: სასწაული "კამპ ნოუზე" - "ბარსამ" კარში ერთხელ დაარტყა
[VIDEO]


მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
რატო იყო ჩაწყობილი?, მაშინ გამოდის 4 :0 თუ მორჩება 1 თამაში მეორე აღარ უნდა ჩატარდეს შანსი თუ არა აქვს წაგებულს რაღა აზრი აქვს თამაშს. ალოგოკური როა ფეხბურთი იმიტოა საინტერესო. ბავარია აშკარად დაჩაგრა მსაჯმა, ვიდეო რეფერით ტუ იქნა ოდესმე უფრო სამართლიანი გახდება შედეგი
barsa
23:09 20-04-2017
0
RESPECT
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული