მადრიდის "რეალმა" თანაქალაქელ "ატლეტიკოს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. სამივე გოლი პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ გაიტანა. რონალდომ მე-10, 73-ე და 86-ე წუთზე შეძლო გოლის გატანა.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო შეხვედრა 10 მაისს ჩატარდება.