ვინ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროპა ლიგა მოიგო და გახდა მორიგი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.

- ევროპალიგა. ფინალი: როცა პოეტები ტიტულებს იშვიათად იგებენ [VIDEO]

როგორი იქნება ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი? უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ეროვნული ჩემპიონატების ამჟამინდელი მდგომარეობით წინასწარი მონახაზი გააკეთა.

ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ:

ესპანეთი: "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო"
გერმანია: "ბაიერნი", "ლაიპციგი", "ბორუსია" (დ)
ინგლისი: "ჩელსი", "ტოტენჰემი", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი"
იტალია: "იუვენტუსი", "რომა"
პორტუგალია: "ბენფიკა", "პორტუ"
საფრანგეთი: "მონაკო", პსჟ
რუსეთი: "სპარტაკი"
უკრაინა: "შახტარი"
ბელგია:
"ანდერლეხტი"
ჰოლანდია: "ფეენორდი"
თურქეთი: "ბეშიქთაში"
შვეიცარია: "ბაზელი"

ჯგუფური ეტაპის 10 გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპების შემდეგ გაირკვევა. ხოლო 22 გუნდს გარანტირებული აქვს ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ეროვნული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოდან ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ასპარეზობას "სამტრედია" დაიწყებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
არ არის მართალი, ლაიპციგი ან ითამაშებს ან არა
საქმე იმაშია რომ ლაიპციგი რედ ბულის საკუთრებაა, ამ კომპანიის კუთვნილი მეორე გუნდი, ავსტრიული ზალცბურგიც ასევე ჩემპიონთა ლიგის ზონაშია და უეფას წესებით დაუშვებელია ერთი პირის ორი გუნდი თამაშობდეს ერთიდაიგივე ტურნირზე
0
ან რომა რატო ჯერ 1 ტურია დარჩენილი იტალიაში და რაიცი რახდება
zzzzz
03:01 26-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული