დღეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის დაწყებამდე განსაკუთრებულ შოუს ვიხილავთ

AutoSharing Option
შოუ 2016/17 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ უფრო სანახაობრივი იქნება, ვიდრე უწინ იყო.

კარდიფში, "იუვენტუსისა" და "რეალის" მატჩის წინ გასამართი ცერემონიის ორგანიზატორი კომპანიის მენეჯერმა ანდრეა ფრანჩიზიმ განაცხადა, რომ წელს გაცილებით მეტი სინათლის ეფექტსა და პიროტექნიკას გამოიყენებენ, ვიდრე წინა წლების შოუ-პროგრამებში იყენებდნენ.

მატჩისწინა საზეიმო ცერემონია დაახლოებით 15 წუთს გასტანს და მასში მონაწილეობას 150 ადამიანი მიიღებს.

"წელს ახალი სცენა შევქმენით, მის გვერდით დამონტაჟებული უამრავი მაშუქი კი ტრიბუნებზე გამოსახულებებს წარმოადგენს. ცეცხლოვანი შოუ კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება, რადგან ფოიერვერკების რაოდენობა მნიშვნელოვნად გავზარდეთ. ეს ყველაფერი
ცერემონიას უფრო შთამბეჭდავს გახდის. ჩვენთვის კი ყველაზე რთული, ამ ყველაფრის მოედნიდან სასწრაფოდ გატანა იქნება - საამისოდ დრო სულ 2 წუთი გვექნება", - ამბობს ფრანჩიზი.

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის ფინალური შეხვედრა დღეს კარდიფში, "მილენიუმზე", თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული