"ყარაბაღის" მწვრთნელსა და კაპიტანს თავები ექნებათ მოსაჭრელი, თუ "სამტრედიასთან" წააგებენ"

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი ყაზბეგ თუაევი azerisport.com-ს ესაუბრა, სადაც ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედია"-"ყარაბაღის" მეტოქეობაზეც ისაუბრა.

- ჩემპიონთა ლიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა
- კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"

ჩანს, რომ ბატონი ყაზბეგი, რომელიც თავის დროზე სსრკ-ის ნაკრების ფეხბურთელი იყო, სხვადასხვა დროს კი ბაქოს "ნეფთჩისა" და ეროვნულ ნაკრებსაც წვრთიდა, ერთობ ცუდი აზრისაა როგორც საქართველოს ჩემპიონზე, ისე მთლიანად დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე...

- ევროთასებზე მეტოქეებს თუ გადავხედავთ, აზერბაიჯანულ გუნდებს მათი ბარიერის იოლად დაძლევა არ
უნდა გაუჭირდეთ. ეგღა გვაკლია, სასტარტო რაუნდებიდან გამოვარდნენ. ყველა თვალსაზრისით, ჩვენ მაღლა ვდგავართ მათზე.

- ფინანსურად...
- ასე ნუ ვიტყვით. თუმცა, სინამდვილეში ასეცაა. განსაკუთრებით ეს "ყარაბაღს" ეხება, რომელმაც იოლად უნდა გაიაროს "სამტრედია". სხვაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს.

- აგდამური გუნდის მთავარი მწვრთნელი ყურბან ყურბანოვი და კაპიტანი რაშიდ სადიხოვი კი უფრთხიან მეტოქეს...
- ეს მათი საქმეა, მაგრამ თავები ექნებათ მოსაჭრელი, თუ "სამტრედიასთან" წააგებენ.

- ნუთუ საქართველოს ჩემპიონებისგან სიურპრიზს სულ არ უნდა ველოდეთ?
-  მათ დიდი ხანია ამოწურეს თავიანთი სიურპრიზები. დღეს აზერბაიჯანული ფეხბურთი აღემატება ქართულს. თუმცა პატივს ვცემ ქართულ ფეხბურთს, მის მდიდარ ტრადიციას...

- წლების წინ ის ჩვენთვის სამაგალითო იყო, მაგრამ დღეს ჩვენი ფეხბურთი უკეთესია. ეგ კი არა, აზერბაიჯანის ნაკრებიც მაღლაა რეიტინგში...
- რა თქმა უნდა, ბოლო წლებში ჩვენ გვაქვს წინსვლა. ხოლო იმაზე, საქმე ცუდად რომ აქვთ, უმჯობესია, ქართველებმა თავად იფიქრონ. მათ ჰყავთ კარგი ფეხბურთელები, რომლებიც საზღვარგარეთულ კლუბებში გამოდიან, თუმცა საკლუბო ფეხბურთი, რბილად რომ ვთქვათ, ჩამოგვრჩება.
მკითხველის კომენტარები / 57 /
უმეტესი სიმართლე თქვა მაგრამ "აზერ ჩაი" ხართ "აზერ ჩაი" და ცოტა დიპლომატიური პასუხი! მაგრამ თქვენი ჩემპიონატი და საერთოდ აზერბაიჯანული ფეხბურთი ლეგიონერების გარეშე ხომ არაფერია - ესეც მწარე რეალობაა
svan
23 ივნისი 2017 17:51
0
ამათი აზერული ფეხბურთი არ გაიშვა ფულბურთი კი გვეთამაშეთ მარტო აზერებით და ვნახოთ.
samtredski
23 ივნისი 2017 17:47
0
ფუი, რა დრო დადგა?! ყიფო, მესხები , მეტრეველები ალბათ საფლავში ტრიალებენ, აზერების ასეთ "ბლატაობას". ახია ჩვენზე, არც ქვეყანა გვიყვარს და ფეხბურთიც დავასამარეთ, ფარსადანოვიჩის მერე ხომ ფედერაციაში ჯერ ვერ ვნახე ვინმე საქმის მკეთებლები, რომ მთავრობასთან ერთად შეიმუშაონ ფეხბურთის განვითარების პროგრამა. ის ფონდი მხოლოდ დაძაბულს გახდის ჩემპიონატს, კლასს კი ვერ აამაღლებს. ნეტავი ვცდებოდე
თამაზინო
23 ივნისი 2017 17:39
0
ეს გააზერებული ოსი აბა, კარგს რას იტყვის! რაც ამას ქართველი მცველებისგან სიმწარე ახსოვს! ფეხს არ ანძრევინებდნენ! ისე, ჩვენთვის სტიმულია. უნდა გადაუარო სახლშიც და მიხვდება, რომ კიდევ შეგვიძლია!"აგდამია" რა, "ბარსელონა" ხომ არა! გიას და ბიჭებს შეუძლიათ ეს, თუ ჯიგრიანად, ქართულად გაირჯებიან! მერე დასჭრას მაგან, თავები აგდამის ცენტრში, მოედანზე, კაპიტანს და მწვრთნელს! თვითონაც მიჰყვეს თუ უნდა..!
jiji
23 ივნისი 2017 17:38
0
სამტრედიას ტუ გვინდა კარაბახტან სირცხვილი არ ჰამოს ბაკოსში დაცვაში უნდა იკვეს გამაგრებული და კონტრ შეტევაზე უნდა დაიჰიროს მეტოკე ; სხვა გვარად გავნადგურდებიტ
d;g
23 ივნისი 2017 17:29
0
კარგი სტატიაა ბიჭების სტიმულის ასაწევად...
დავამტკიცოთ რო ცდება ბიძა....
Rezo
23 ივნისი 2017 17:28
0
სამწუხაროდ მართალია, ვიყოთ იმედიანად (რომელიც ბოლოს კვდება), მარა ბოლოს როდის მოვუგეთ აზერულ კლუბს?
levani
23 ივნისი 2017 17:26
0
აი სირცხვილი,დააქციეს ქარტული ფეხბურტი ქარტველმა ვირტხებმა
oto
23 ივნისი 2017 17:25
0
სწორია ეგ კაცი.თუმცა ვნახოთ იქნებ გაგვივარდეს
gg
23 ივნისი 2017 17:09
0
ცოტახანში უარესებს იტყვიან კარგად მივდივართ წინ კაია
dato
23 ივნისი 2017 17:08
0

სიახლეები პოპულარული