რენე ჟირარმა "შალკეს" მთავარ მწვრთნელს შუათითი უჩვენა

AutoSharing Option
"მონპელიეს" მთავარი მწვრთნელი რენე ჟირარი ჩემპიონთა ლიგაში "ოლიმპიაკოსთან" შეხვედრას თვალს ტრიბუნიდან მიადევნებს.

ამის მიზეზი კი 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციაა, რომელიც მას უეფამ გამოუწერა. 58 წლის სპეციალისტმა "შალკესთან" შეხვედრაში მეტოქე გუნდის მწვრთნელ ჰუუბ სტევენსს შუათითი უჩვენა.

ფრანგების მხრიდან აღნიშნულ შეხვედრაში 5 ფეხბურთელი გააფრთხილეს, ხოლო გარი ბოკალი კი გააძევეს.

ორივე გუნდის მწვრთნელი მთელი შეხვედრის მანძილზე კამათობდა. ჟირარმა თამაშის შემდეგ სტევენსზე თქვა:

"ის მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენი მიმართულებით ხელებს იშვერდა და სხვადასხვა ჟესტს გვიჩვენებდა.

პირველ ტაიმში არბიტრის მოქმედებით უკმაყოფილო
ვიყავი, ეს იყო და ეს. შეხვედრის
შემდეგ მიუღებელ ჟესტს მივმართე, მაგრამ ეს იმ მომენტში იმდენად ბუნებრივი იყო, რომ ვერც კი ვხვდებოდი, რას ვაკეთებდი, რადგან ემოციებს ვიყავი აყოლილი".


ჰუუბ სტევენსი:
"ის აბსოლუტურად ყველა ჯარიმის შემდეგ ყვითელ ბარათს ითხოვდა, რაც, ჩემი აზრით, სამართლიანი არ იყო.

მეოთხე არბიტრს სწორედ ამაზე მივუთითე".


სტევენსმა, მოედანზე ყოფნის დროს ჟირარის ჟესტი ვერ შეამჩნია, თუმცა, როდესაც ეს ეპიზოდი ჩანაწერში ანახეს, შემდეგი რამ თქვა:

"ასეთი საქციელი ჩემპიონთა ლიგის სტანდარტს არ შეესაბამება. მე ასეთ დონეზე არასდროს დავეშვები".

ჟირარი მატჩის გამოტოვების გარდა, ასევე 50 000 ევროსაც გადაიხდის. 17 000 ევროთი დააჯარიმეს თავად კლუბიც, ვინაიდან "მონპელიეს" ქომაგებმა მატჩის დროს მოედანზე პეტარდები ისროლეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული