შახტარი-დორტმუნდი 2:2 - "ბორუსია" გამოიკვეთა [VIDEO]

AutoSharing Option
"დონბას არენაზე" მეტოქეებმა ერთმანეთზე ეფექტური გოლები გაიტანეს. განსაკუთრებულად ლამაზი იყო დარიო სრნას საჯარიმო დარტყმა და ფინალური თავური აკორდი მატს ჰუმელსისგან.

ზოგადად, თამაში გერმანელთა კარნახით წარიმართა და ამას მარტო სტატისტიკური მონაცემები არ მოწმობს. რად ღირს თუნდაც შეხვედრის დებიუტში იმავე ჰუმელსის მიერ ძელს გარტყმული ბურთი.

მეორე ტაიმში 10 მეტრიდან საოცარი მომენტი გააფუჭა გერმანელთა მხრიდან მეორე გოლის ავტორმა რობერტ ლევანდოვსკიმაც. თუმცა პოლონელმა როცა შეაგდო, მაშინ ნამდვილად გაუმართლა.

გოლამდე წამებით ადრე ერთმანეთს ფერნანდინიო და ჩიგრინსკი შეასკდნენ. ეს კურიოზი რომ არა, ბურთი მასთან ვერ გაჩნდებოდა.

"ვესტფალენშტადიონის" შეხვედრის წინ გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა ფავორიტი ახლა უფრო გამოკვეთილია, ვიდრე აქამდე იყო.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
შახტარი-დორტმუნდი 2:2
გოლები: 1:0 სრნა (31), 1:1 ლევანდოვსკი (41), 2:1 დუგლასი (68), 2:2 ჰუმელსი (87)
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რაცი - ჰიუბშმანი, ფერნანდინიო - ტაისონი (62. დუგლასი), მხითარიანი, ტეიშეირა (84. ედუარდო) - ადრიანო
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სანტანა, ჰუმელსი, შმელცერი - კელი, ს. ბენდერი - ბლაშჩიკოვსკი (80. ლაიტნერი), გიოტცე, როისი (90. შიბერი) - ლევანდოვსკი
გაფრთხილება: ფერნანდინიო
კარში დარტყმა: 5-13 (2-8) კუთხური: 4-6 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 11-15 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 49 050

VideoSportall.Ge
შახტარი - დორტმუნდი 2:2


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იურგენ კლოპი: ჯერ არაფერია გარკვეული, მაგრამ კმაყოფილი ვარ
მკითხველის კომენტარები / 1 /
სათაურში დორტმუნდმა მოიგო?
ირაკლი
08:40 14-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული