რობინ ვან პერსი: "რეალისთვის" გატანა სამჯერ შემეძლო

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ მადრიდში "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

13 თებერვალს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ მატჩში სტუმრები უელბეკის გოლით მე-20 წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ კრიშტიანო რონალდომ ათიოდ წუთში საპასუხოს გატანა შეძლო.

"ბრწყინვალე თამაში იყო და ვფიქრობ, გულშემატკივრები კმაყოფილნი დარჩებოდნენ.

ჩვენ რამდენიმე ძალიან კარგი შესაძლებლობა გვქონდა კიდევ გატანის, მაგრამ სამწუხაროდ, შანსით ვერ ვისარგებლეთ. როგორც უნდა იყოს, სტუმრად მიღწეული ანგარიში 1:1 უფრო კარგია, ვიდრე მხოლოდ მისაღები.

თუმცა, ვფიქრობ, რომ ისეთი გუნდების დაპირისპირებისას, როგორებიცაა "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი",
არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, სად იმართება თამაში. გასაგებად რომ ვთქვათ, დღეს პირველი ტაიმი დასრულდა, მეორე კი მანჩესტერში იქნება", - აქვეყნებს ჰოლანდიელი თავდამსხმელის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

"პირადად მე სამჯერ შემეძლო გატანა. განსაკუთრებით იმ ეპიზოდის გამო ვშფოთავ, ხარიხას რომ გავარტყი. სიტუაცია ბრწყინვალე იყო, მაგრამ დარტყმა არ გამომივიდა
- ბურთი ფეხიდან სულ ოდნავ გამექცა.

გავიხსენებ იმ ეპიზოდსაც, ბოლო წუთზე რომ შეიქმნა
- მაშინ დარტყმა კი კარგი გამომივიდა, მაგრამ "რეალის" გადარჩენა ამჯერად მეკარემ შეძლო".

ასევე იხილეთ:
რეალი-მანჩესტერი 1:1 - "რეალმა" ესპანელს ძვრა ვერ უყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული