"დე ხეამ 3-4 შესანიშნავი "სეივი" შეასრულა, ლოპესმა კი "რეალი" ბოლო წუთებზე გადაარჩინა და ვან პერსიმაც ძელს გაარტყა.
პირველ ტაიმში იმან დამამწუხრა, რომ დაცვაში ჩავჯექით, "რეალს" ბურთის კონტროლის საშუალება და ჩვენს კართან მოახლოების უფლება მივეცით.
შესვენებაზე გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ - უელბეკს ვაიძულეთ, ხაბი ალონსოს წინააღმდეგ ეთამაშა. ამან დიდი გავლენა მოახდინა მატჩზე - მეორე ტაიმში უკეთ ავთამაშდით.
ბურთის ფლობის ის მაჩვენებელი არ გვქონდა, რომელიც გვინდოდა, მაგრამ მაინც
გარდა ამისა, შოტლანდიელმა სპეციალისტმა რონალდოს თამაშიც შეაფასა.
"საუცხოო გოლი იყო! იქ ვერაფერს გავაკეთებდით. როცა გასახდელში შევედით, ევრას ვკითხე, რატომ არ შეაჩერა რონალდო, ნუთუ ეს ძნელი იყო? მაგრამ როცა გამეორება ვნახე, ვიფიქრე: " რას ვლაპარაკობ?!"
შესაძლოა, რონალდოსთვის ძნელი იყო ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში, რადგან ამ ექვსი წლის განმავლობაში მას ბევრი ემოცია ჰქონდა "მანჩესტერში".
თუმცა, ამის მიუხედავად, როცა ის ბურთს იღებდა, მუდამ სახიფათო იყო", - თქვა ინგლისური გუნდის თავკაცმა.
მომზადებულია BBC-სა და Sky Sports-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
რეალი-მანჩესტერი 1:1 - "რეალმა" ესპანელს ძვრა ვერ უყო [VIDEO]