ჟოზე მოურინიო: კარგად არ გვითამაშია, მაგრამ ფეხბურთი ასეთია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" (2:1) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის შემდეგ აღიარა, რომ მის გუნდს თამაში მაინცდამაინც არ წაუვიდა.

"საუკეთესო გუნდმა წააგო. კარგად არ გვითამაშია, მაგრამ ფეხბურთი ასეთია", - თქვა მოურინიომ უეფას ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში.

გარდა ამისა, პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მატჩის საკვანძო მომენტი ნანის გაძევება იყო.

"რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ გავედით, მაგრამ ჩემი გუნდისგან უფრო მეტს მოველოდი. როცა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი თქვენი მეკარე ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მატჩს ისე არ აკონტროლებდით, როგორც საჭირო
იყო.

მეტოქის ფეხბურთელის გაძევების შემდეგ 10-15 წუთი კარგად ვმოქმე
დებდით და ეს დრო გამოვიყენეთ.

შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლო ფრით
დასრულდა, ტაქტიკური ბრძოლა მიდიოდა, სადაც ორივე გუნდმა ბევრი იმუშავა. ლუკა მოდრიჩის მოედანზე შესვლის შემდეგ ჩვენი ნახევარდაცვის დინამიკაში ცვლილებები შევამჩნიე.

ფერგიუსონი ალბათ თავს ისე გრძნო
ბს, როგორც მე ორი წლის წინ პეპეს გაძევების შემდეგ (ჩემპიონთა ლიგის ნახევარდფინალური მატჩის 61-ე წუთზე პეპე დანიელ ალვეშთან შეტაკების შემდეგ გააძევეს. "ბარსელონამ" "ბერნაბეუზე" 2:0 მოიგო, ხოლო საპასუხო მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა).

მაშინ მას სიმულაციის გამო წითელი ბარათი უჩვენეს, ხოლო დღევანდელ ეპიზოდში ნამდვილად ხისტი შეტაკება იყო.

მეორე საკითხია, რომ გადაწყვეტილება მთლიანად არბიტრს უნდა მიეღო. ამ ეპიზოდში მას ყვითელი ბარათის ჩვენებაც შეეძლო",
- თქვა მოურინიომ.

ასევე იხილეთ:
მანჩესტერი-რეალი 1:2: უკეთესის მარცხი "ოლდ ტრეფორდზე" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული