ლუკა მოდრიჩი: ძლივს არ მოვიგე "ოლდ ტრეფორდზე"?!

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" (2:1) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ძალიან მიხარია, რომ ჩემს გუნდს მეოთხედფინალის საგზურის მოპოვებაში დავეხმარე. მატჩისგან დიდი სიამოვნება მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში არც ისე კარგად გამოვიყურებოდით, მეორე ტაიმში ორი გოლი გავიტანეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით.

ბევრჯერ მითამაშია "მანჩესტერის" წინააღმდეგ "ოლდ ტრეფორდზე", მაგრამ გამარჯვება მხოლოდ დღეს შევძელი",
- თქვა მოდრიჩმა.

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
მანჩესტერი-რეალი 1:2 - უკეთესის მარცხი "ოლდ ტრეფორდზე" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული