იუვენტუსი-სელტიკი 2:0 - განწირული შოტლანდიელები [VIDEO]

AutoSharing Option
6 მარტს ერთმანეთს ორი ისეთი წყვილი დაუპირისპირდა, სადაც ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ პირველივე თამაშებში იყო გადაწყვეტილი.

შოტლანდიის ჩემპიონ "სელტიკს" მხოლოდ ოცნება შეეძლო მომდევნო ეტაპზე. რეალურად კი მაქსიმუმი, რასაც შეიძლებოდა გასწვდენოდა, კარის გაჯახუნება იყო.

"კელტებმა" თამაში ჭკვიანურად დაიწყეს და პირველი სახიფათო მომენტი სწორედ მათ შექმნეს. მე-20 წუთზე ჯო ლედლიმ 25 მეტრიდან სცადა ანგარიშის გახსნა. მასპინძლებს გაუმართლათ - ბურთმა ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.

ორიოდე წუთში ნილ ლენონის გუნდის დაცვა ჩავარდა. მეკარის მოგერიებულ ბურთს ცარიელ კარში მიუჩინა ადგილი ალესანდრო მატრიმ. ორი მატჩის
ჯამში 4:0 უკვე დასასრულს ნიშნავდა.

შოტლანდიელები ბოლომდე არ დანებებულან. ისინი შელახული პატივმოყვარეობის აღსადგენად იბრძოდნენ. ანტონიო კონტეს გუნდს კი კარგი ვარჯიში გამოუვიდა.

პირველის მსგავსად, "იუვემ" მეორე ნახევარშიც ერთხელ გაიბრწყინა და კიდევ გაიტანა. ანდრეა პირლოს გენიალური გადაცემის შემდეგ არტურო ვიდალმა ფაბიო კვალიარელას ცარიელ კარში გაატანინა.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. განმეორებითი მატჩი
იუვენტუსი-სელტიკი 2:0 (3:0)
გოლები: 1:0 მატრი (24), 2:0 კვალიარელა (65)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, მარონე, ბონუჩი - პოგბა, ვიდალი (66. ისლა), პირლო (68. ჯაკერინი), პელუსო (58. კ. ასამოა), პადოინი - მატრი, კვალიარელა
სელტიკი (4-5-1): ფორსტერი - მეტიუსი (52. ფორესტი), უილსონი, კაიალი, ისაგირე - ვანიამა (46. ემბროუზი), ლედლი, მალგრიუ, კომონსი (72. ლასადი), სამარასი - ჰუპერი
გაფრთხილება: პელუსო - ისაგირე
კარში დარტყმა: 8-12 (5-5) კუთხური: 1-3 თამაშგარე: 3-2 ჯარიმა: 14-14 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 39 011

VideoSportall.Ge
იუვენტუსი - სელტიკი 2:0

მატჩის შემდგომი კომენტარები:
ანტონიო კონტე: ტურინის "იუვენტუსი" ჯერ კიდევ დამშეულია
ჯანლუიჯი ბუფონი: 1/4-ფინალში გასვლა მახარებს, მაგრამ "რეალის" მეშინია
გეორგიოს სამარასი: ჩემპიონთა ლიგა "სელტიკისთვის" კარგი თავგადასავალი იყო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული