ტურინელებმა შინ მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. შეგახსენებთ, პირველ მატჩში "ბებერმა ქალბატონმა" სტუმრად "სელტიკს" 3:0 სძლია.
"ჩემი გუნდი კვლავაც გამარჯვებებზეა დაგეშილი. შიმშილი აქამდე ვერ დავიკმაყოფილეთ, რადგან სუფრას ჯერ ახლა მივუჯექით.
გასულ სეზონში "სკუდეტო" კი მოვიგეთ, მაგრამ ვიმეორებ, ეს მხოლოდ ტრაპეზის დასაწყისი იყო.
ახლა კენჭისყრას დავუცდით, რათა გავიგოთ, ვის წინააღმდეგ მოგვიწევს ბრძოლა მომდევნო რაუნდში. იქამდე კი შიდა ჩემპიონატზე უნდა ვიზრუნოთ, რადგან სერია A-ში ბრძოლა გრძელდება", -
"ჩვენს ადგილზე ყოფნას ნებისმიერი ინატრებდა, რადგან პირველივე მატჩის შემდეგ სამბურთიანი უპირატესობა გვქონდა.
სხვათა შორის, ბევრ ჩვენგანს ამ დონეზე გამოსვლის გამოცდილება არ ჰქონდა და ამის გამო, არც ისე იოლი იყო იმის გააზრება, თუ როგორ უნდა გვემოქმედა საპასუხო მატჩში", - თქვა კონტემ.
"ბებერი ქალბატონის" თავკაცი აღფრთოვანებული დარჩა შოტლანდიელი გულშემატკივრების საქციელით, რომლებიც ტურინში მთელი მატჩის განმავლობაში მხურვალედ ქომაგობდნენ "სელტიკს".
"ქედს ვიხრი "სელტიკის" გულშემატკივრების წინაშე, რომლებიც სიმღერითა და შეძახილებით თავიანთი გუნდის გამხნევებას მაშინაც კი არ წყვეტდნენ, როდესაც ანგარიში ჩვენ სასარგებლოდ 2:0 იყო.
ისინი სამაგალითონი არიან ყველასთვის", - აღნიშნა კონტემ.
ასევე იხილეთ:
იუვენტუსი-სელტიკი 2:0 - განწირული შოტლანდიელები [VIDEO]
ჯანლუიჯი ბუფონი: 1/4-ფინალში გასვლა მახარებს, მაგრამ "რეალის" მეშინია