იენს კელერი: 4-დან 3 ტაიმი უკეთ ვითამაშეთ და მაინც გავვარდით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალში "შალკე" "გალათასარაისთან" 2:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. თუ ჩვენი დაპირისპირების 4 ტაიმს განვიხილავთ, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ იღბალმა გვიმუხთლა. საპასუხო თამაში ჩვენ პირველ ტაიმში წავაგეთ. დროის ამ მონაკვეთში ვერ ვაჩვენეთ ის, რაც დანარჩენი სამი ტაიმისას. უკან დავიხიეთ და აგრესია სადღაც დავკარგეთ. არადა, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ 100%-ით უნდა დაიხარჯო.

ზოგადად, მსაჯობაზე არ მიყვარს ლაპარაკი, მაგრამ ამ თამაშში რამდენიმე ძალზე საკამათო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მაგალითად, მეორე ტაიმში მსაჯმა აშკარა პენალტი არ დაგვინიშნა
", – განაცხადა "შალკეს"
მთავარმა მწვრთნელმა იენს კელერმა.

ასევე იხილეთ:
დიდიე დროგბა: "გალათასარაისთან" იგივეს გამეორება შემიძლია, რაც "ჩელსისთან" წინა სეზონში
შალკე-გალათასარაი 2:3 - "ლომებთან" ხუმრობა აკრძალულია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული