ფათიჰ თერიმი: პირველ ტაიმში ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში თურქულმა "გალათასარაიმ" სტუმრად 3:2 მოუგო "შალკეს" და ორი მატჩის ჯამში 4:3 აჯობა გერმანულ გუნდს.

თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა "ლომების" გამოცდილმა თავკაცმა ფათიჰ თერიმმა: "პირველ ტაიმში ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ და მთლიანად ვჯობდით "შალკეს". "შალკე" ძალიან ძლიერი გუნდია და მისი დიდი პატივისცემაც მაქვს. თუმცა მივიჩნევ, რომ ჩვენ უფრო მეტი შანსი შევქმენით და დამსახურებულად გავედით მეოთხედფინალში. ძალიან ბევრ გუნდს მატჩში 5–6 საგოლე შანსზე ოცნებაც არ შეუძლია, ჩვენ კი ამდენი უკვე პირველ ტაიმში გვქონდა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა შემოგვიტიეს,
რაც ბუნებრივია. შეცვლების გაკეთება იმიტომ დავაგვიანე, რომ არ მინდოდა, დაცვაზე დროზე ადრე გადავრთულიყავით. ძალიან მიხარია ეს წარმატება, "შალკეს" კი ბუნდესლიგაში გამარჯვებებს ვუსურვებ
".

ასევე იხილეთ:
იენს კელერი: 4-დან 3 ტაიმი უკეთ ვითამაშეთ და მაინც გავვარდით
შალკე-გალათასარაი 2:3 - "ლომებთან" ხუმრობა აკრძალულია [VIDEO]
დიდიე დროგბა: "გალათასარაისთან" იგივეს გამეორება შემიძლია, რაც "ჩელსისთან" წინა სეზონში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული